Jump to content
Planeta.Ge

დაწყევლილთა ბიბლია


Recommended Posts

თავი 1

 

დადგა ჩემი საათი და მე გიხმობთ თქვენ,

მაღალი მთიდან, ცეცხლოვანი ქვებიდან ვუხმობ მათ ვინც გადაწყვიტა ჭეშმარიტი გზით სიარული.

ვეძახი მათ ვისთვისაც სიტყვა "რწმენა" ლიტონი ხმაურია, ვეძახი ცოდნას მოწყურებულებსა და ცნობისმოყვარეებს. ვეძახი მაძიებლებსა და მოსვენების არ მქონეებს.

რამეთუ დადგა დრო დაინახოთ წყვდიადის სიდიადე და შუქი შუა ღამისა.

გააკეთე არჩევანი ადამიანო და აირჩიე ან ღმერთი საკუთარ შიშზე დაყრდნობით, ან მოდი ჩემთან და მე გასწავლი შენ.

რა არის ღვთის სამყაროში? სინათლე? სიწმინდე?

არ არის მასში არც სინათლე და არც სიწმინდე, რამეთუ არ არის ის წმინდა და ნათელი.

წადი მასთან, თუ შენ გსურს მოსვენება.

წადი მასთან, თუ შენ გჯერა ყველაფერი სიტყვაზე.

წადი მასთან, თუ გჯერა, რომ მშობლებმა არ დაგბადეს შენ, არ აღგზარდეს სიყვარულით, არამედ მან შთაგბერა სიცოცხლის სუნთქვა.

წადი მასთან, თუ გწამს რომ მიწის მტვრისაგან შექმნა მან თავის მსგავსი და ხატი ადამი.

წადი მასთან, თუ შენ გაშინებს სიბრძნე.

წადი მასთან, თუ შენთვის სიყვარული ცოდვაა და საჭიროა მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად.

წადი მასთან თუ საკუთარი თავის არ გჯერა, წადი მასთან თუ სუსტი ხარ და სულით ღარიბი, ის მიგიღებს შენ, ის მოწყალეა.

მაგრამ თუ შენ ძლიერი ხარ სულით, ეძებ არა ბრმა რწმენას არამედ ცოდნას, თუ შენთვის სიყვარული ცოდვა არ არის, არამედ სიამოვნებაა, თუ შენ არაფერს არ იღებ რწმენით და ამოწმებ თითოეულ სიტყვას, მაშინ მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან და მე წაგიყვან ჭეშმარიტების გზით.

 

თავი 2

 

ღმერთზე მოიმედეებმა დაირწმუნეს საკუთარი თავი და სხვებიც დაარწმუნეს საკუთარ უსუსურობაში.

რა არის ადამიანის ასეთი ყოფა? როგორ ფიქრობენ ისინი ასე საკუთარ თავზე?

თუ ადამიანი საკუთარ ძალას არ ეყრდნობა, თუ ის სუსტია და სულით ღარიბი, მაშინ ის მიდის ღმერთთან, რადგან ასეთებს სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

და ადამიანი ეგუება იმ აზრს რომ მასზე არაფერია დამოკიდებული.

და ადამიანი ეგუება იმ აზრს, რომ ღვთის ნებართვის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალუძს თავად, რომ თითქოს ღმერთი უყურებს თითოეულ მის ამოსუნთქვას, თითოეულ მის აზრს და ყველა წვრილმანს რასაც ის სჩადის და თითქოს ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეიძლება რაც ღმერთს განარისხებს.

და რას აძლევს ღმერთი ასეთებს სანაცვლოდ?

ამბობენ რომ შველას, ამბობენ რომ მხარდაჭერას, ამბობენ რომ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სად არის ეს შველა? სად არის ეს მხარდაჭერა? სად არის ეს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვის უნახავს ეს? ვის გამოუცდია?

ტანჯვისა და განსაცდელის გადამტანი, ღმერთზე მინდობილი უგუნურები ამბობენ: "ეს უზენაესი მცდის მე, ეს ის ცდის ჩემს რწმენას და უყურებს ღირსეული ვარ მე თუ არა მისი სასუფევლის"

აი ასე კვნესიან ჭუჭყში და ჭრილობებით დათრგუნულნი, მინდობილნი ღმერთზე.

ასე იფერფლებიან და იმედს არ კარგავენ ზეციური სამოთხის.

ასე იფერფლებიან და ვერ გაუაზრებიათ თვთის უძლურება.

რამეთუ ღმერთის სახელს გმირები კი არა ტანჯულები წარმოსთქვავენ.

რამეთუ ღვთის სახელით მწიგნობრები კი არა უწიგნურები საუბრობენ.

რამეთუ როგორც წერილი ამბობს უღირსნი არიან ყველანი.

ასე, რომ თავად უღირსთა ღმერთია.

ჰო თქვენი ღმერთი უღირსთა ღმერთია.

შეიცანი ღმერთი ადამიანო? ოდესმა დაგიშვა მან შენ თავის საგანძურთან?

თუ გამოგაძევა საკუთარი სახლისაგან და იქ მიმავალ გზას ქერუბიმი დაუყენა მცველად? რათა არ აგეღო მისი საგანძურიდან?

თუ ჯერ კიდევ მიჰყევხარ მასთან მის ყურმოჭრილ მონებს?

აჰა გეტყვი მე შენ, მისი მონები ჰგვანან ბრმებს დადგენილს ბრმების წინამძღოლად, რამეთუ თავად არ იციან სად მიდიან და შენც გაურკვეველი მიმართულებით მიგათრევენ.

ურწმუნო მღვდელი მოღალატეზე უარესია.

მიათრევს ფარას სიცრუის გზაზე და თავად იცის რომ სიცრუის გზაზე მიათრევს მათ. მიჰყავს ყველა, მაგრამ თავად იოტის ოდენად არ უახლოვდება ღმერთს.

ან იქნებ შენ თავად ეძებ ღმერთს, არ ისმენ მქადაგებლის ხმას და არ იზიარებ მათ რჩევებს? მხოლოდ შენს გონებასა და შინაგანი გრძნობას მიჰყევხარ შემეცნების გზაზე.

მაშინ შენ ახლოს ხარ ჩემთან.

რამეთუ მე ვეძებ მაძიებლებს და ველოდები მცდელებს.

და ერთხელაც შენ, მოხვალ ჩემთან!!!

რამეთუ ადრე თუ გვიან შენ მიხვდები, რომ ღვთის გზით მიხვალ სამოთხემდე, მაგრამ არა ჭეშმარიტებამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 95
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თავი 3

 

ჭეშმარიტების გზაზე შემდგარი, შენ ჩემს გზას ადგეხარ.

სიყვარულის გზაზე შემდგარი, შენ ჩემს გზას ადგეხარ.

შემეცნების გზაზე შემდგარი, შენ ჩემს გზას ადგეხარ.

შენ მოხვედი ჩემთან და მე გაგიძღვები წინ შენს გზაზე.

მე წაგიყვან შენ არა როგორც ბრმა ცხვარს, არამედ როგორც საკუთარ მეგობარს, რამეთუ ღმერთი არ ვარ და არ ვეძებ თაყვანისცემას.

არ ვარ მასავით თაყვანისცემას მოწყურებული და მძებნელი თაყვანისმცემლების უღირსთა შორის.

შენს თავს შეხედე ადამიანო რითი ხარ შენ ღმერთზე უარესი? რითია შენი სურვილი მის ნებაზე ნაკლები? რითია შენი ძალა ღვთის ძალაზე ნაკლები?

იქნებ შენ გეშინია მისი?

ნუ გეშინია, რამეთუ მე შენთან ვარ. მე შენ ყველაფერს გასწავლი.

წამოდი ჩემთან და სიამოვნებას არ აგიკრძალავ მასავით.

წამოდი ჩემთან და წინ ვერავინ აღგიდგება, რამეთუ შენს სურვილს უღირსთა კანონად ვაქცევ.

მითხრა ერთხელ მთავარანგელოზმა მიქაელმა, მეც კი რომელიც ვარ ვითარც ღმერთი ნება დავუმორჩილე მას და ვინ არის ვითარც ღმერთი? არავინ არის ვითარც ღმერთი შენს გარდა ადამიანო.

მე გეტყვი შენ, შენ ხარ ვითარც ღმერთი და არავინ არის ღმერთი შენს, კიი შენს გარეშე ადამიანო. არავინაა ვისაც თაყვანი უნდა სცე.

ხარ მხოლოდ შენ, შენი სურვილი და ნება.

და ვინ დაგარწმუნებს შენ საწინააღმდეგოში? განა თავად არ ამბობს მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ? განა თავად არ ჩადგა ღმერთების საკრებულოში?

 

თავი 4

 

და თუ შენ არ მოხვალ ჩემთან, მაშინ მე მოვალ შენთან და დავდგები შენს წინაშე.

და თუ შენთვის ჭეშმარიტების გზა და სიბრძნის შემეცნება სულ ერთი არ არის მაშინ დამინახავ მე. ხოლო ჩემი დამნახველი შენ აღარ დაუბრუნდები ძველ გზას. არც ძველ ცხოვრებას.

სიტყვა "ჩემი" მოკვდება შენთვის.

და მოვალ შენთან არა დასაცავად არამედ სასწავლებლად რათა თავად შესძლო დაცვა.

და ჩავდებ შენს ხელში ხმალს და ეს იქნება ჭეშმარიტების მახვილი.

რამეთუ სამყარო სავსეა მტრებით და იარაღი გამოგადგება.

და მცირედმორწმუნეებს დაგიმონებ.

შენ კი იქნები ძლიერი ადამიანო და მტრები შენი გაიქცევიან შენგან.

ნაზარეველმა თქვა: გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიყვარე მტერი შენი.

თუმცა მანამდე ნათქვამი ჰქონდა: გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.

მე კი გეუბნები შენ პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე, რამეთუ საკუთარი თავის არ დამფასებელი ვერც სხვას შეიყვარებ ღირსეულად.

ხოლო მტერი შენი შეაფასე და დააფასე, რამეთუ ღირსეული მტერი სჯობს მხდალ და უღირს მეგობარს.

აირჩიე წყვდიადი ადამიანო, ვინაიდან ნათელში მოსიარულე ვერ ხედავ წყვდიადის ღირსებასა და სიმართლეს.

დაანახვე შენს სულს წყვდიადი და შემდეგ განარჩევ ნათელს ბნელისაგან.

ჩამოიშორე ღმერთი შენგან ძმაო ჩემო.

ნუ იქნები მისი მონა ადამიანო და საკუთარი თავი დააფასე. და შენ გახდები მისი თანატოლი და მეტიც მასზე მაღლა მდგომი.

მაგრამ არ არის საკმარისი თქვა: "მე ვიღებ წყვდიადის საუფლოს" პირველ რიგში უნდა უარჰყო ღვთის საუფლო.

ვის ეთაყვანებიან ეს ბრმები? გვამს ჯვარზედ მილურსმულს.

მოკალით ავი ძაღლი და ჩამოკიდეთ ღობეზე ეთაყვანებით? ნუთუ ერთი და იგივე არ არის?

დაეტიე შენს ქერქში ადამიანო და იყავი ის ვინც ხარ, დადექი დაწყევლილების გზაზე ვინაიდან შენ დაიწყევლე, ან და იქნებ დაგავიწყდა შენი დაწყევლა? თუ დაგავიწყდა შეგახსენებენ ღვთის ყურმოჭრილი მონები წყევლას.

და მიიღე ეს საჩუქრად, ვინაიდან ის ვინც დალოცვილია წყვდიადის სახელით დაწყევლილია ღვთის სახელით, ხოლო ვინც დაწყევლილია ღვთის სახელით დალოცვილია წყვდიადის მიერ.

 

თავი 5

 

მაგრამ შენ მოხვედი ჩემთან, ესე იგი შენ ღირსეული ხარ ცოდნის მისაღებად, მიენდე ჩემს სიტყვებს და სიბრძნეს შეიძენ რადგან რასაც გეტყვი გაჩვენებ კიდეც და ბრმა რწმენას არ მოვითხოვ შენგან.

გაიგე სახელები იმათი ვინც წყვდიადში დგანან, გაიგე და ჩაწერე შენი სახელი მათ გვერდით, რამეთუ ამიერიდან შენ ჩვენი ძმა ხარ და ჩვენი სახელია ლეგიონი.

დამიძახე მე წყვდიადის თავადი, დამიძახე მე თავადი შენი სამყაროსი, დამიძახე მე სატანა რამეთუ ეს არის ჩემი სახელი.

დამიძახე მე ასე თუ სიამაყე შენთვის უცხო არ არის.

დამიძახე მე ლუციფერი თუ შენ შეგიძლია სიბნელეში ნათლის დანახვა, თუ შენ გრძნობ იმას თუ რა მშვენიერია წყვდიადი.

დამიძახე მე ბეჰემოტი თუ შენ მოყვარული ხარ ღვინის სმის, დამიძახე ასევე თუ შენ ათვიცნობიერებ საკუთარ ძალებსა და დამოუკიდებლობას.

დამიძახე მე დაგონი თუ შენ შეიგრძნობ პურის მოსავლის სასიამოვნო სურნელს და სურვილი შენთვის უმთავრესია.

დამიძახე მე ასტაროტი თუ სიყვარული შენთვის სიამოვნებაა და არა ცოდვით დაცემის საწინდარი.

დამიძახე მე ბაფომეტი თუ შენ შურისმაძიებელი ხარ და არასოდეს პატიობ საკუთარ მტრებს.

დამიძახე მე აბადონი თუ შენ იცი რა ტკბილია განადგურების სიამოვნება.

დამიძახე მე ბელზებელი თუ შენ იცი რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ინსტრუმენტებია ჭეშმარიტების მისაღწევად.

დამიძახე ბელიარი თუ შენ გსურს იყო საკუთარ თავზე პასუხისმგებელი.

დამიძახე მე ნებისმიერი სხვა სახელი რამეთუ ყველა სახელს აქვს თავისი ძალა.

არ გაიყოფა სახელებით ჩემი არსი რამეთუ მე ვარ მათში და მე ვარ იმპერატორი სამაელი.

რამეთუ ნებისმიერი ჩემი სახელი გამოიყენება სხვადასხვა საქმისათვის საშენოდ.

და არა აქვს მნიშვნელობა თუ შენ იტყვი სატანის სახელით უარვყოფ ნათელს ან ბელიალის სახელით უარვჰყოფ ნათელს რადგან ესენი ჩემი სახელებია.

და თუ შენ იცნობ იაჰვეს გარდა სხვა ღმერთებს ის მე ვარ და მათი სახელები ჩემია.

და თუ შენ ეთაყვანები ბუნების ძალებს, მეთაყვანები მე რამეთუ ეს ძალები ჩემია.

ხოლო ვინც პატივს მცემს მე ის პატივს მიაგებს სტიქიებს, რამეთუ სტიქიებით ცოცხლობს სამყაროს სიცოცხლე.

ის პატივს მიაგებს სილფებს მბრძანებლებს ჰაერთა ლუციფერის ქვეშევდრომთ, პატივს მომაგებს მე.

ვინც პატივს მიაგებს ლებიაფანებს მბრძანებლებს წყლისას ლუციფერის ქვეშევდრომთ ის პატივს მომაგებს მე

ვინც პატივს მიაგებს გნომებს მიწის მბრძანებლებს ლუციფერის ქვეშევდრომთ პატივს მომაგებს მე

ვინც პატივს მიაგებს ცეცხლის მბრძანებელ სალამანდრებს ლუციფერის ქვეშევდრომთ ის პატივს მომაგებს მე.

ისენი ჩემი მხედრობაა, მეომრები არიან ჩემი და ჩემი ანგელოზები.

ჩემი ამღიარებელი უნდა აღიარებდე ჩემს მხეცებსაც.

დალოცვილია გველი შხამიანი რამეთუ მან დაგესლა პირველმა სასიკვდილოდ.

დალოცვილია წითელი დრაკონი უზენაესი რამეთუ ის თესავს შიშს.

დალოცვილია ნიანგი დიდი რამეთუ ძლიერია და ჭაობის ყარყატი ვინაიდან იწვევს ღმერთს.

და ტყის მგელი მამაცი ვინაიდან ის თავად მოიპოვებს სარჩოს თავისას და არ მათხოვრობს ადამიანთა ხელიდან.

და კატა შავი, ვინაიდან შავია ის და აკეთებს იმას რაც სურს.

და თხა შავი, რამეთუ გამომეტყველება მისი დიაბლოს გამომეტყველებაა.

და ბეჰემოტი დალოცვილია, ვინაიდან სახელი მისი წყვდიადის სახელია.

დაწყევლილია ყველა ნაბუშარი შინაური ცხოველი რამეთუ სარჩოს თვისას სხვის ხელიდან იღებს.

დალოცვილია ადამიანი რამეთუ მან შექმნა ღმერთი.

და სამჯერ დაჭყევლილია იგი რამეთუ თავის ხელთ ქმნილს დაემონა.

 

თავი 6

 

მიიღე მცნებები ჩემი და დაიცავი ისინი ჭეშმარიტების გზაზე მავალმა.

შენ არ შეგიძლია თქვა "მე ვარ ნათელი" ვინაიდან ნათელი რომ ყოფილიყავი იმათ შორის იქნებოდი ვინც უფლის ტახტთან დგას. შენ არ შეგიძლია თქვა "მე ვარ მთელი წყვდიადი" რამეთუ შენი სახელით მხოლოდ ბავშვების შეშინება შეიძლება. მაგრამ შენ ატარებ საკუთარ თავში ნაწილს ნათლისას და ნაწილს წყვდიადისას, როგორც თავად სამყარო რამეთუ შენც სამყაროს ნაწილი ხარ.

და გახსოვდეს, რომ მე ვარ ნებისმიერ ადამიანში. შემიგრძენი მე, დამიძახე მე, შემიცანი მე და მაშინ შეიცნობ საკუთარ თავს, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტების გზაზე გადადგმული, რამეთუ წერილი ამბობს "ჩემი მაწყევარი საკუთარ თავს იწყევლის" რამეთუ მე ყველაში ვარ.

შენ მიატოვე ღმერთი ადამიანო, შენ მის გარეშე ხარ? შეიგრძენი საკუთარი თავი ღმერთად? მაშინ უარჰყავი აკრძალვები და გახსოვდეს რომ მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარ თავს დაუდო მცნება და საზღვარი. კანონი არ არსებობს, უღირსთა დასაშინებლად არის დაწერილი დაარღვიე ისენი და იგნორირება გაუკეთე ვინაიდან კანონი ეს შენ ხარ თავად.

არ დაითრგუნო ტავი სურვილების შეუსრულებლობით და გრძნობების მოთოკვით, თუ არა და სხვა რისთვის ცოცხლობ? იყავი ცნობისმოყვარე, მოქნილი და ბრძენი. ცოდნაშია ძალაც და ძალაუფლებაც. დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას სიბრმავისკენ მიჰყავს ადამიანი.

შენ მოგისმენია ღვთის მცნებები: "იყავი მშვიდი, შეიყვარე მოყვასი შენი"

მე გეუბნები შენ იყავი მშვიდი იმათ მიმართ ვინც ამის ღირსია. შეიყვარე ღირსეული სიყვარულით. სამჯერ დაწყევლილია ის ვინც უღირსთა მიმართ თანაგრძნობას გამოავლენს.

მზად ხარ მიუშვირო მეორე ლოყა თუ ერთ ლოყაში გაგარტყეს? მზად ხარ აპატიო ყველას ყველაფერი როგორც გასწავლის ის? თუ ეს ყველაფერი შენთვის არ არის ესე იგი მე და შენ ერთ გზას ვადგავართ. იცოდე რომ ცხოვრება ძალადობაა, ვინ რას მიაღწია მონობით? ასე რომ დალოცვილია ის ვინც შემუსრა თავის მტრები და სამჯერ დაწყევლილია ის, ვინც სხის სარგებელს ეძებს.

არ აპატიო შენს მტრებს, უპასუხე გარტყმას გარტყმით, სიკვდილს სიკვდილით, რამეთუ თავადაც არ თქვა? თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, სიცოცხლე სიცოცხლის წილ.

მიეცი სხვას ის რასაც შენ გაძლევენ. მოძულებულია ბოროტებაზე სიკეთით გადამხდელი და სამჯერ დაწყევლილია სიკეთის ჩამდენი უმადურთა მიმართ.

პასუხი აგე მხოლოდ იმათ წინაშე, ვისაც უფლება აქვს პასუხი მოგთხოვოს, რამეთუ ბევრი თვითმარქვიაა შენზედ ბატონობის მძებნელი. კითხვის დასმა ყველას შეუძლია მაგრამ ცოტაა მზად გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს.

ვინ ხარ ამ სამყაროში? ქმნილების გვირგვინი? ღვთის ხატი? თუ შენ ამ ყველაფერზე მაღლა დგეხარ? ან იქნებ დაბლა?

დაიმახსოვრე შენ არც ქმნილების გვირგვინი ხარ და არც ღვთის ხატი, სენ ისეთივე ცოცხალი ცხოველი ხარ, როგორც სხვა დანარჩენი, მაგთგან მხოლოდ გონებით განსხვავდები. და თუ შენ თავი ღმერთად იგრძენი ეს ღვთაებრივობა არ სცილდება ვირთხის ღმერთობის ამბავს.

ცოდვის გეშინია ადამიანო? მოახერხეს უკვე შენი შეშინება ღვთის მონებმა?

ნუ გეშინია მათი, გახსოვდეს, რომ ცოდვა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სურვილი და შიში, მარტო ისინი წყვეტენ შენი საქციელის მართებულობას.

მაგრამ უფრთხილდი უმეცრულ და მოუფიქრებელ მოქმედებებს.

იცოდე რომ კუბოს იქით სიცოცხლე არ არსებობს, ყველაფერი უნდა მიიღო აქ და ახლავე. სამჯერ სულელია განდეგილი რომელიც თავს იზღუდავს აქ იქაური ცხონების იმედად.

მითხარი ადამიანო რა უკეთესია, მთელი სიცოცხლე ასკეტიზმი იმის იმედად რომ სიკვდილის შემდეგ გვირგვინს მიიღებ და მერე გაგება იმისა რომ ვერაფერსაც ვერ მიიღებ თუ აქვე და ახლავე მიღება მიწიერი სიამოვნების და მერე მიღება ახალი გარეგნობის? ან და იქნებ გგონია რომ ისინი ვინც თავს იზღუდავენ შენზე მეტს მიიღებენ რასმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავი 7

 

 

მოვლენ ერთხელაც შენთან მონები, ერთგული ძაღლები ღვთისა და შეეცდებიან შენს ჩამოშორებას ჩემგან.

გეტყვიან შენ, მიიღე ღმერთი რამეთუ სიყვარულია იგი, ხოლი ის ვისაც გაუხსები გული, ბოროტია და საქმე მისი ბოროტებაა.

მიმოიხედე შენს ირგვლივ ადამიანო სად ხედავ ბოროტებას?

არ არსებობს ამ სამყაროში სიკეთე და ბოროტება, რას ეძახი შენ სიკეთეს? ან და ბოროტებას?

შეხედე და დააკვირდი, თუ ვიღაც ჩადის ბოროტებას რატომ იქმს ამას? მარტოობა, სიღარიბე, სასოწარკვეთა და სნეულებანი უბიძგებენ მას ამის საქმნელად და რად მაბრალებენ მე? ნუთუ მე შევქმენი სიღარიბე და სნეულებანი? თუ ღმერთმა თქვა: ოფლითა შენითა მოიპოვე სარჩო შენი? და ტკივილით შვი შვილები? სხვა მიზეზებიც აქვს ბოროტებას, ესენია სისულელე, უძლურება და უსამართლობა და რად მაბრალებთ მე? სისულელე არასოდეს დამითესია და მუდამ სიბრძნეს ვასწავლიდი ადამიანს, უძლურება მძულს და ვაძლიერებ ადამიანს უსამართლობაა განა ის როდესაც უბადრუკი მონობის უღლიდან ვიხსენი კაცი? ვინ თქვა მწიგნობრები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს? ვინ თქვა უძლურებაში ვლინდება ჩემი სათნოება? ვინ დაადგა მორჩილების უღელი კაცს? მე თუ ღმერთმა? მაშ რაღად მაბრალებთ მე ბოროტებას, როდესაც თავად ბოროტებას ღვთის დადგენილი წესები იწვევს? განა თავად არ თქვა წერილში, რომ რჯული იმიტომ შეიქმნა რათა გამრავლებულიყო ცოდვა?

ბუნებაში სად ხედავ ბოროტებას? უბრალოდ ეს შენ ვერ იღებ ბუნების კანონს, რადგან შენთვის არ არის ეს, ბუნების ძალები კი ჩემი ძალებია, ქართა, ცეცხლთა, მიწათა და წყალთა მთავარი ვარ მე.

ბოროტება შემოდის სამყაროში მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩნდება თვალები, დაინახო ბოროტება იქ სადაც ის არ არის სისულელეა და ნუთუ არ იყო ბოროტება მაშინ სანამ თვალი აგეხილებოდა? აბა რად აგეკრძალა ბოროტის შეცნობა? შენ ხომ მაშინ ბრმა ცხოველი იყავი და ვერ არჩევდი კეთილს ბოროტისაგან? ამიტომ მომიძულე მე ადამიანო თვალი რომ აგიხილე? თუ გგონია, რომ სიკვდილი მე შეგამთხვიე? აბა ვინ გითხრა არ იგემო თორემ მოკვდები? მე ვთქვი ეს? მიმოიხედე ადამიანო ერთი აკრძალვის დარღვევაც კი არ გაპატია ღმერთმა და სიკვდილი შეგამთხვია, მოგკლა იმის გამო, რომ შეძელი მის მიერ შენთვის დაფარული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა და კიდევ მე მდებ ბრალს?

ბოროტება ჩნდება იქ, სადაც ჩნდება გული და გრძნობები, არ გქონდა შენ ადამიანო არც გული და არც გრძნობები ამ გულში იბადება ბოროტება, ხოლო თავად ბოროტება სხვაგან არსად არ არის და ბოროტება მოდის ამ სამყაროში მაშინ როდესაც ვიღაც სიკეთის ქმნას ცდილობს.

რამეთუ არ შეიძლება სიკეთის ისე ჩადენა, რომ სხვას ბოროტება არ შეამთხვიო. როგორც არ შეიძლება ბოროტის კეთება მანამდე სიკეთის უქმნელად.

და არც სიკეთე და არც ბოროტება არ მეფობს სამყაროში, რამეთუ არ არსებობენ ისინი. ისინი ცხადდებიან რეალობაში როგორც ორი უზენაესი ძალა და ამ ძალებს აუცილებლობა და შემთხვევითობა ჰქვია.

ეს არის წონასწორობა რაც აბალანსებს სამყაროს და სულელია ის ვინც არ ცნობს აუცილებლობას, ხოლო ორჯერ სულელია ის ვინც არ მისდევს აუცილებლობას და სამჯერ სულელია ის ვინც იღებს ყველაფერს, როგორც სიკეთესა და ბოროტებას, ცუდსა და კარგს, წყვდიადსა და ნათელს, შავსა და თეთრს, რამე თუ შეუძლებელია ნათლის შეცნობა წყვდიადის გარეშე და შეუძლებელია დღის აღქმა ღამის გარეშე.

რამეთუ სამყაროში ბევრი ფერია და ბევრი ჩრდილი.

და მაშინ როდესაც შენ გაათვიცნობიერებ ამას და შეაერთებ შენს სურვილსა და აუცილებლობას, მიზანმიმართულებასთან, მაშინ შეიცნობ კეთილსა და ბოროტს, შენ შეიცნობ რომ არსებობს "თავისუფლება"

 

თავი 8

 

მისმინე ადამიანო, მწუხარებაა მისი თაყვანისმცემლების თანამგზავრი, გამოიგონა მან ცოდვები, აკრძალა მან ისეთი სიამოვნებანი, რომელთა გარეშეც რთულია ცხოვრება, ხოლო შემდეგ თქვა მოინანიეთ და მოგეტევებათ, რამეთუ მომნანიებელი ცოდვილი მღვდლის ტოლფასია.

არ არსებობს ცოდვა ადამიანო, ეს ყველაფერი მან მოიგონა, რომ ფარა მისი მორჩილებაში ჰყოლოდა, შენ კი ნუთუ მხდალი ცხვარი ხარ?

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა მოიგონა მან: ამპარტავნობა, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და სასოწარკვეთა.

რა არის ნაყროვანება? საჭმელი არის სიამოვნება და შვება მშიერისთვის, შეჭამე მაგრამ არ გაძღე თქვა მან, რა საჭიროა საჭმელი თუ მისი ჭამის შემდეგ კვლავ მშიერი დარჩი? დაგონის სახელით ჭამე შენ პური და ბეჰემოთის სახელით შესვი ღვინო.

და ვინ განსჯის რა არის შიმშილის გრძნობის მოკვლა საკვების მიღებით და რა ნაყროვანება?

ჭამე და იმღერე თავისუფლად, სხვა არაფერია ამ წუთისოფელში. ამით ვერც ღმერთს დააზიანებ და ვერც სხვას, საკუთარი სხეულის გარდა, შეჭამ ზომაზე მეტს და გასუქდები, დალევ ზომაზე მეტს და დათვრები, შეხედე მის მსახურებს რომელია გამხდარი? ან რომელი არ დამთვრალა?

არ არის აკრძალვა აქ. ერთი კი დაიმახსოვრე ნუ მოადუნებ საკუთარ სხეულს და ნუ დაიმბნელებ გონებას რადგან ასეთებს უჭირთ ჭეშმარიტების გზით სიარული.

და იყავი ამაყი ვის წინაშე უნდა მოიხარო ქედი? შენ თავად ხარ შემქმნელი ღმერთებისა და კანონების ჰო და რატომ არ უნდა იყო ამაყი?

გეტყვიან შენ ცოდვილზე მაღლა უნდა იდგე სულიერად, ჰო და საქმით დაამტკიცე ეს, თორემ სხვები დაგიმტკიცებენ რომ შენზე მაღლა დგანან და ქვემდგომს დაგიმორჩილებენ.

ეს მხოლოდ ღმერთს აწყობს თავმდაბალთა მორჩილება, ვინაიდან მას უყვარს თაყვანისცემა ასეთი მხდალებისაგან, შენ ხომ თავად ხარ უფალი? ასე რომ იყავი ამაყი ამით.

შენზეა დამოკიდებული მორჩილებაც და სხვის დამორჩილებაც.

არასოდეს არ თქვა: ცუდად ვარ მე, იმიტომ რომ უძლურობასა და სნეულებას იყენებს ის ადამიანთა მოსადრეკად, ხოლო ჩემში არ არის ეს. არ დაიტანჯო და არ დაიჩოქო.

შურს კი ცოდვად დებს, მაგრამ შურიანები არიან მისი მსახურნი, შენ კი თქვი, მას აქვს ეს მე კი არა, მაგრამ მეც მივაღწევ ამის ქონას და საკუთარი ხელით მოვიპოვებ, ვინაიდან შენზეა დამოკიდებული გექნება თუ არა.

 

თავი 9

 

არ დახარო თავი შენი არავის წინაშე ნუთუ შენ არ გამოიმუშავე ფული შენი? ან ვის შეუძლია გაიძულოს და მიგითითოს თუ როგორ დახარჯო იგი? შენ თავად ხარჯავ, როდისაც და როგორც მოგესურვება.

აბა რაღად ამბობენ მონები, გაეცი და მოგეცემა? შენ მოგცა რამე ვინმემ ოდესმე? მაშ რაღად უნდა გახდე შენ გამცემი?

მოვლენ შენთან ღვთის ერთგული ძაღლები და გეტყვიან, მიმოიხედე ირგვლივ, რამდენი ღარიბ ღატაკია, იყავი გულმოწყალე და გაუყავი მათ შენი მონაგარი, გეტყვიან ღმერთმა გამოგიგზავნა ისინი რათა შენი გულმოწყალება გამოსცადოს გახსოვდეს არ მოგისყიდონ მათ ტკბილი და სულელური სიტყვებით, ისინი ტვირთს ჰკიდებენ სხვას თავად კი მძიმედ ასხედან საკუთარ საგანძურს.

მე გეტყვი შენ არაფერი მისცე მათ, რამეთუ სისულელეა იმათთვის რამის მიცემა ვისაც თავად ცხოვრებამ აქცია ზურგი.

მათ თავად უფლის თვალი ერიდება და საკუთარმა ახლობლებმაც კი დაივიწყეს ისინი, ერთ ულუფას არავინ მისცემს შიმშილით რომ კვდებოდნენ, რა ვალდებული ხარ შენ მშიერთა ბრბოები დააპურო? ამის ვალდებულება იმას აქვს ვინც ეს ადამიანები მშიერთა ბრბოდ აქცია, ვინც უთხრა მათ ოფლითა შენითა მოიპოვებდე სარჩოს შენსას, ჰო და დააპუროს თავად შენ რად გკიდებს თავის გასაკეთებელ საქმეს?

ასეთ ბრბოს არაფერი გაუკეთებია მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში და არც არავის არ ჭირდება ისინი, მაშ რაღაში გჭირდება შენ?

არსებობენ ბევრნი შენიღბულნი ღვთისმოსაობის ნიღბით და სულელთა ხარჯზე იმსუყებენ სტომაქს, სულელია ის ვინც ღვთის სახელით მოვაჭრის ქისაში ყრის თავის მონაგარს, ათასი სულელის ათასი მონეტა გაამდიდრებს ერთ მეძავს, შენ კი არაფერი დაგრჩება გარდა ერთი მონეტით ნაკლებისა და ვერც ის ათასი მიიღებს რამეს.

ასე რომ ნუ ჩაეწერები სულელთა რიგებში, არ დახარჯო შენი ფული გულუბრყვილო ბეცივით უღირსთა გამოსაკვებად, წავა გაძღება და მოისაქმებს გაქრება შენი კეთილი საქმეც.

თუ გასაჭირი შეგემთხვა, მოწყალება არასოდეს ითხოვო, რამეთუ სანამ ძალა გაქვს ღატაკიც არ გახდები, ვისაც ძალა აქვს და მშიერი სტომაქით დაიარება ღორზე უარესია.

თუ შენ გახდი ღატაკი, მაშინ ახლობლებისაგან იტხოვე მხოლოდ შეწევნა, ხოლო თუ შენ ხარ სნეული რატაკი და არც ახლობლები გყავს მაშ რაღად გინდა სიცოცხლე? მოდი ჩემთან და ჩაეწერე ჩემს ლეგიონში რათა შური იძიო მათზე ვინც ეს დღე შეგამთხვია.

ან და შენ ადამიანო შეგიძლია ცხოვრება მრისხანების გარეშე? მრისხანება გაძლევს შენ ძალას პასუხი აგებინო შენს მტრებს, ნუთუ გაქვს შენ სხვა რაიმე იარაღი შურისძიებისთვის?

გეტყვი შენ რომ მრისხანებამ არ უნდა დაგიბნელოს გონება, არამედ უნდა დაეხმაროს შენს გონებას რათა შურისძიება დაგეგმო. მხოლოდ სუსტები, უძლურები და ლაჩრები პასუხობენ წყენაზე სიკეთით.

და ვერავინ ვერ გაიძულებს შენ გააკეთო ის რაც არ გსურს, რამეთუ აპატიებ ერთ შეურაცხყოფას და წამში ათას შეურაცხყოფას მიიღებ დაუყოვნებლივ, არ შეურაცხჰყო უმიზეზოდ არავინ მაგრამ თუ შეურაცგყვეს გაანადგურე. ნუ აპატიებ თავხედს წყენას და ნუ გაითამამებ უღირსს.

ღვთის ერთგული ძაღლები ამას თავმდაბლობას ეძახიან შენ რაში გარგია ეს? იყვნენ შენს წინაშე თავმდაბლები და აღარც შენ შეამთხვევ მათ ავს, ხოლო როდესაც უღირსი ქედმაღლობს და შენს დაჩაგვრას ცდილობს, არ გასცემ საკადრის პასუხს და დაგჩაგრავს ის, არ შეხედავს შენს თავმდაბლობას. მჩაგვრელს თუ ჩაგვრით არ დაუპირისპირდები და ძალას ძალით გაგანადგურებენ.

უარესია საქმიანობა შესაბამისი გასამრჯელოს გარეშე სულელირი და უქმი შრომა, ასეთ სრომას უქმად ყოფნა სჯობს, რადგან თუ არ გაძლევენ იმას რასაც იმსახურებ, სჯობს წაართვა ვიდრე მონურ გროშებზე თავი დაიმცირო და იმასაც ან მოგცემენ ან არა და თუ მოგცეს აქეთ მადლობას მოგახდევინებენ.

აიძულო თავი შენი და სხვები მონურად იშრომონ არაფერ კარგამდე არ მიგიყვანს, რადგან ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის რომ ყველაფერი გააკეთო შენ. რაც გჭირდება შეიძლება გაგიკეთონ სხვებმა ფულის სანაცვლოდ შენ კი იყავი ჩემი ერთგული და ფული არ მოგაკლდება, ჩემს ერთგულებს მე უხვად ვაძლევ და ვასწავლი უხვ მოხვეჭას.

 

თავი 10

 

გაურკვევლობაშია ის ვისაც სიყვარული ცოდვა ჰგონია, აბა თავად თქვით ვინც ამას ლაპარაკობს თავად შეიცნო კი რა არის სიყვარული?

მე არ ვსაუბრობ სიყვარულზე ღვთის მიმართ, არც მოყვასის მიმართ სიყვარულზე და თქვენ წარმოიდგინეთ არც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულზე, ჩემი საუბარი მიწიერ სიამოვნებათა სიყვარულს შეეხება და ამაში მდგომარეობს ჩემი ნაკარნახევის არსი.

ფლობ სენ ასეთ სიყვარულს? თუ გჯერა მისი მონების უაზრო სიტყვის? რომლებიც იძახიან რომ სიამოვნების სიყვარული თითქოს და ჭუჭყია და ცოდვილია სიამოვნების მოტრფიალე?

ნუ მოუსმენ მათ, რამეთუ ცხოვრება სავსეა სიამოვნებით და ცხოვრება გთავაზობს შენ ყოველივე მოსაცემელს, ეს ყველაფერი სენთვისაა და შენია, რად არსებობს წყალი? თუ არ შესვი მწყურვალმა? მისი სიტყვა ასეთია, არსებობს მაგრამ არ სეხედო, შეხედე მაგრამ არ გასინჯო, გასინჯე მაგრამ არ აივსო, არ გეშვება შენ და ახალ ახალ აკრძალვებს იგონებს რათა საბოლოოდ მოგთოკოს და დაგიმონოს.

შეიძლება კი იყოს ჭუჭყიანი ის რაც მადლიერებით შენ გეკუთვნის?

როგორ შეიძლება ჭუჭყიანი იყოს ის რაც სენ სიამოვნებას განიჭებს?

მიჰყევი შენი გულის თქმას და დაიკმაყოფილე სურვილი, რამეთუ არ არის აქ არც ჭუჭყი და არც ცოდვა არსებობს მხოლოდ სურვილი და მისი დაკმაყოფილების საშუალება.

შენ შეგიძლია სიყვარულის აქტი გამოიყენო მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად, ან და სიამოვნება მიიღო ამით.

ნუ უსმენ მათ ვინც იძახის რომ ეს ცოდვაა, რა გესაქმება შენ მათთან? შენ გინდა ეს? გსურს ეს? ჰო და აისრულე გულის წადილი.

რამეთუ ვინ არიან ისინი შენ რომ გაგასამართლონ? ვინ არიან ისინი სიყვარული რომ განსაჯონ?

ნუთუ თავად ქალწულები არისნ და არასოდეს აღიგზნებიან? მაშ რიღათი არიან ისინი შენზედ უკეთესები? რამეთუ დაწერილია ვინც ქალს გულისთქმით შეხედა იმან იმრუშა უკვე მასთან საკუთარ გულში? შენ გჯერა რომ ისინი ფიქრითაც სეუმცდარნი არიან? და თუ არა აბა რიღათი არიან შენზე უკეთესები და რა აძლევთ მათ იმის უფლებას განგსაჯონ? შენ თუ ხორციელად იქმ ისინი ფიქრით შვრებიან ღვთისთვის კი როგორც თავად ამბობს ორივე ცოდვაა და განა სამართლიანია, როდესაც ერთი ცოდვილი მეორეს განიკითხავს?

ხოლო თუ ვინმე გეტყვის შენ მათი მონებიდან, "არც ერთხელ არ შემიხედავს გულისთქმით და ფიქრითაც არ ვცდები" ის ცრუობს.

ან და თუ შენ დაგიწყებენ სწავლებას და გეტყვიან: ის არ გიყვარს ვინც უნდა გიყვარდეს ან ისე არ გიყვარს როგორც უნდა გიყვარდეს, არ მოუსმინო მათ, ვინ მიყრიან ისინი შენ რომ გასწავლონ?

უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უთხარი: კი მე შემიძლია სიყვარული, კითხე საკუთარ თავს შეგიძლია კი შენ სიძულვილი?

რამეთუ როგორც ნათელი არის წყვდიადის მეორე მხარე, ასეთივე მეორე მხარეა სიყვარულიც სიძულვილის. ასე რომ იმას ვისაც სიძულვილი არ ძალუძს არც სიყვარული შეუძლია.

და ვისაც არ სეუძლია განასხვავოს ბნელი ნათელისაგან, იმას ასევე არ ძალუძს სიყვარულისა და სიძულვილის გარჩევა და არც სიცოცხლისა და სიკვდილის გარჩევა, აი ასეთი უგრძნობი ქვა იყავი შენ ადამიანო და რად მომიძულე? რადგან შემცნობელი გაგხადე სინამდვილისა?

არის თუ არა ძვირფასი შენთვის სიცოცხლე? არჩევანის სემთხვევაში მისცემ კი მას? ნუ ეძებ პასუხს, რამეთუ არ იცი როგორ მოიქცევი თუ ამ არჩევანის წინაშე დადექი.

ამაზე ძვირფასი შენ არაფერი გაგაჩნია. სიცოცხლე შენი ეს არის უზენაესი საჩუქარი, რომელიც შენმა მშობლებმა გიბოძეს და არა ღმერთმა, როგორც თავად იბრალებს ამას. ხოლო უარესი რაც შენ მოგეცა ეს არის სიკვდილი და სიკვდილი სწორედ მისგან მოგეცა და განა მხოლოდ მოგეცა, სიცოცხლეც აგეკრძალა, რამეთუ სიკვდილიდან აღარ ბრუნდებიან.

რამდენიც არ უნდა გესაუბრონ შენ, სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ღირსეული სიცოცხლე უკეთესია, ნუ მოუსმენ მათ, რამეთუ მკვდარი ვერაფერს შეძლებ ცოცხალი კი გამოისყიდი შენს სირცხვილს და ღირსებას აღიდგენ.

მკვდარი უმოქმედოა, ნებისმიერს ჰკითხე ეს კუბოებში და პასუხს ვერ გაგცემენ.

თავისი მტრების გაუნადგურებლად წასულან. ნუთუ მკვდრის სიკვდილი სიცოცხლის მქონე ცოცხალზე უკეთესია?

 

თავი 11

 

როგორ ემსახურებიან მას თავის მონები? როგორ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას?

ტაძრებში აღავლენენ ლოცვებს თავისას, მუხლები მოდრეკილი აქვთ და დაჩოქილები ლოცულობენ.

მუსლიმანებს ალაჰის სახელით მიაქვთ მსხვერპლი მასთან, იუდეველებს იაჰვეს სახელით, ხოლო ქრისტიანებს იესოს სახელით, უგნურები და წაბილწულები არიან თავად.

სისხლიანი მსხვერპლი მიაქვთ მასთან და ჰგონიათ რომ ეს იხსნით მათ.

ჩემზე კი იძახიან, მსხვერპლს მოითხოვსო ის, სისხლიანი მსხვერფლი უყვარსო სატანას, არა და თავად ღმერთმა ააშენებინა სამსხვერპლოები მათ და თავად იწირავდა სისხლს სამსხვერპლოდან, რადგან სისხლით ანეიტრალებდა მათ ცოდვებს. რადგან იძახდა მსხვერპლის სისხლი დაასხით სამსხვერპლოზე ცეცხლი მოვა და წაიღებს მას. ახალგაზრდა საქონელი მიჰყავთ მასთან და ქალწულებრივი საქონელი, ბრმასა და კოჭლს არ იწირავს ის, არც სექსით შერყვნილს, ცხვრის ფარის თავები უყვარს და ჯოგის წინამძღოლი ხარები, ვაცები და ნორჩი თიკნები. ჩემზე კი იძახიან სისხლიანი მსხვერპლი სურსო სატანას, როდის მოგთხოვე ადამიანო მსხვერპლი? როდესმე მომითხოვია შენთვის რამე შენი ფარებიდან?

მე გეტყვი შენ არ დაღვარო სისხლი საჭიროების გარეშე, ნუთუ შენ მშიერი ხარ ცხოველს რომ კლავ? რად კლავ მათ ნუთუ რამე დაგიშავეს? ან და ნუთუ დაგავიწყდა რომ ისინი იმდენადვე ღვთივსულიერები არიან რამდენადაც შენ? თუ ღმერთმა საჭმელად მოგცა ისეთი ცხოველი რომელიც შენზე დაბლა დგას განვითარებით, რატომ ხარ დარწმუნებული რომ შენც საჭმელად არ მიგცეს შენზედ განვითარებულ არსებებს?

ღვთის საქმე არ არის მიუტან თუ არა მას შენს მსხვერპლს.

დაე მონებმა სვან თავისი ღვთის სისხლი დაე მონებმა ჭამონ თავისი ღვთის ხორცი, დაანებეთ მათ ეს საზიზღრობა.

არ მჭირდება მე სისხლიანი მსხვერპლი, არ ვსვავ მე ვაცების სისხლს.

და თაყვანისცემასაც არ მივიღებ რამეთუ არ ვარ მე ღმერთი შენი.

და მუხლი შენი არ მოიყარო ჩემს წინაშე და არც სხვის წინაშე, არც რაიმეს ან ვინმეს წინაშე რადგან მონა არ ხარ შენ. მხოლოდ ერთი მუხლი მოიყარე და ისიც მაშინ როდესაც მიიღებ ჩემგან რიცარის წოდებას.

არ ააშენო ტაძრები ჩემდა სამსახურებლად, ვინაიდან ჩემს სამსახურს ტაძრები არ სჭირდება. მთელი მიწა და ცა ჩემი ტაძარია.

და ნუ ეძებ მასწავლებლებს მონებს შორის რადგან მათი სიტყვების ძალა უსუსურია შენი სურვილის წინააღმდეგ, გაუხსენი გული წყვდიადს და უკეთ შეიცნობ ნათელს.

იმხიარულე და იცეკვე ჩემი ღირსებისათვის, თავისუფლად მოიმოქმედე რაც მოგესურვება ჩემი ღირსებისათვის აი შენი მსხვერპლი ჩემდამი სულ ეს არის.

რამეთუ ვხარობ მე როდესაც თავისუფალს გიყურებ შენ.

გეტყვიან ეკლესიის წევრნი: დაწყევლილი ხარ შენ ცოდვილო და მჩხიბავო შენი ჯადოქრობისთვის, არ უსმინო მათ, რადგან სანამ ისინი რამეს გეტყოდნენ მათმა ღმერთმა დაგწყევლა უკვე მათზე უწინ და გაიხსენე სიტყვა ჩემი "ის ვინც დაწყევლილია ნათლის სახელით დალოცვილია წყვდიადის მიერ"

იყავი ბრძენი და ნუ შეგეშინდება, რამეთუ მაგია ეს რჩეულთა ხვედრია.

გეტყვიან შენ ღვთის გარდა არავის ძალუძს მომავლის განჭვრეტა, არ დაუჯერო მათ ვინაიდან არც უფალს ძალუძს ეს, მე შენზე უკეთ ვიცნობ მას ადამიანო და გეუბნები არ ძალუძს მას მომავლის განჭვრეტა და არ იცის მან რას მოიმოქმედებ შენ.

მხოლოდ შენ გაქვს ეს ნიჭი გაიგო რა მოხდება მომავალში, გადააგდე ბადე ტბაში და გეცოდინება რომ მას თევზი ამოჰყვება, ისტოლე ისარი და გეცოდინება რომ მიზანს მიაღწევს აი მომავლის განჭვრეტა, სხვა არც უფალს შეუძლია არაფერი.

მომავალი შენი სურვილით იქმნება და აწმყოს ანაბეჭდია ის.

შეიცვალე თუ გინდა მომავლის შეცვლა და ნუ შეიცვლები თუ გსურს არ შეიცვალოს მომავალი.

ან და რა ცოდნა უნდა იმას რომ თუ დანაშაულს ჩაიდენ ციხე მოგელის?

გეტყვიან შენ ღვთის ერთგული ძაღლები, ის რაც გიწერია არ აგცდება, ბედი შენი ესეთია, არ დაუჯერო მათ რამეთუ თავად ჰქმნი შენ შენს ბედს და შენი მომავალი შენზეა დამოკიდებული.

რამე თუ არ გაქვს შენ დაწერილი ბედი და შენი ბედის უფალი თავადვე ხარ.

 

თავი 12

 

თუ შენ გსურს რომ მასიამოვნო მე, აღნიშნე ის დღესასწაულები რომლების ჩემს განდიდებას ეძღვნება.

აღნიშნე შენი დაბადების დღე, შენი მიწაზე მოვლენის დღე, რამეთუ ეს დღე დიდებულია, რამეთუ ამ დღეს მიიღე სიცოცხლე. აღნიშნე ეს დღე და იხარე.

აღნიშნე ჩემი დაბადების ღამე, რამეთუ იმ ღამეს როდესაც ღმერთი დაიბადა მიწაზე მეც მოვედი მიწაზე.

აღნიშნე ღამე გათავისუფლების, ღამე როდესაც ჯვარს აცვეს ნაზარეველი.

აღნიშნე ძალთა ღამე, რომელიც დგება აპრილისა და მაისის შუალედში.

აღნიშნე ძალაუფლების ღამე, რომელიც დგება ოქტომბრისა და ნოემბრის თვეთა შუალედში.

აღნიშნე დღესასწაულები რომლებიც ეძღვნება ჩემი სახელების დიდებას.

ასტროტას ღირსების ღამე, რომელიც დგება ივლისის თვის ბოლო შაბათს, დაე იყოს ეს ღამე შენთვის თავისუფალი სიყვარულის ღამე, გაითანგე ალერსში რამე თუ ამ ღამეს სიამოვნება ათმაგად მოგეცემა.

აღნიშნე ძველი გველის ღამე რომელიც დგება ხილის მოსავლის აღებისას.

აღნიშნე დაგონის ღამე, რომელიც დგება პურის მოსავლის აღებისას, ჩაკბიჩე გემრიელად შენი პური დაგონის სახელით და ნუ ინანებ როდესაც შენი ხელით მოპოვებული გაგაძრობს.

აღნიშნე დიდი და უზენაესი ღამე ახალგაზრდა ღვინის წურვისა, რომელიც დგება ყურძნის მოსავლის აღებისას, აიღე ფიალა და შესვი ტკბილი ბადაგი ბეჰემოტის სახელით.

აღნიშნე ახალი წლის დაწყების ღამე რადგან ეს არის ღამე ჩემი განდიდებისა.

აღნიშნე ოთხი ღამე სინათლისა რომელიც დგება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ბუნიაობის ღამეს.

არ დაგავიწყდეს ცამეტსა და ოცდათერთმეტ რიცხვში დამდგარი შაბათის აღნიშვნა და მცირე ღამის აღნიშვნა.

მზის ჩასვლისას და პირველი ვარსკვლავის ამობრწყინებისას დაიწყე ამ დღესასწაულთა აღნიშვნა.

დალიე ღვინო და ჭამე ნუგბარი, აჩუქე და მიიღე საჩუქრები, დაისვენე და გიხაროდეს, შეასრულე რიტუალები და მაგიის მცნებები, ამაზე უკეთესს შენ ჩემთვის ვერაფერს იზავ.

 

თვი 13

 

ახლა შენ მყარად დგეხარ ჩემს გზაზე. ეხლა შენ მზად ხარ იარო ჭეშმარიტების გზით.

იარე ამ გზით მაგრამ გახსოვდეს ეს გზა მერყეობს, არავინ იქნება ვინც დაგიტირებს და არავინ იქნება ვინც შეგიბრალებს და არც გჭირდება სენ სხვისი ცრემლები და შებრალება რამეთუ აღარ ხარ შენ მონა, არამედ ხარ თავისუფალი.

მიმართე შეცნობის შვიდ გზას, რამეთუ ჭეშმარიტების გზაზე დაგჭირდება ცოდნა.

რამეთუ არ აქვს დასასრული ჭეშმარიტ გზას და შენი სიცოცხლე ამ გზაზე შენს მუდმივ მოძრაობაზეა დამოკიდებული, გაჩერება და უმოქმედობა სიკვდილის ტოლფასია.

გაეცანი ცემს სწავლებას და ასწავლე სხვებსაც ვინც ცოდნას ეძებს რამეთუ ჩემგანაა მიწიერი ცოდნა. ბევრი სულელია ქვეყანაზე, მაგრამ ჭკვიანებიც არიან. ბევრი შეგხვდება და ბევრს იპოვი ასეთებს შენს გზაზე. მოუყევი მათ ჩემს შესახებ, მიეცი ცოდნა. ასწავლე მათ ის რასაც გასწავლი მე. ჩადე ჭეშმარიტების ხმალი მათ ხელში და ჩვენ გავიმარჯვებთ.

რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რამდენი ეპოქაც არ უნდა გამოიცვალოს, ყოველთვის მოიძებნებიან ცოდნას მოწყურებულები, ჭეშმარიტების მაძიებლები და მსურველები ყოველივეს რწმენით არ მიღებისა და მე ვიქნები მათთან.

ვიქნები მე მასთან ვისაც ჭეშმარიტება სწყურია.

ვიქნები მე მასთან ვინც წაიკითხავს ჩემს მცნებებს და დაიცავს მათ.

ვიქნები მე მასთან, ვინც ხელმძღვანელობს გონებით და გაურბის უგუნურ მოქმედებებს.

ვიქნები მე მასთან, ვინც ხედავს წყვდიადის სინათლესა და ღამის შუქს.

დავლოცავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ვიქნები მე შენთან.

სატანის სახელით შუქთმოსილის, ძალთა ანგელოზების სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაში სამწუხაროდ არავინ აქტიურობს, ფორუმის მომხმარებლებს არ გაინტერესებთ თქვენი "დაუძინებელი მოწინააღმდეგის" მიერ შეთხზული ბიბლია?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაწყევლილთა ბიბლია

წყევლა ქალის საქმეა, მე უფრო გინება მეხერხება. გინდა გაზიარო?

 

ამ თემაში სამწუხაროდ არავინ აქტიურობს, ფორუმის მომხმარებლებს არ გაინტერესებთ თქვენი "დაუძინებელი მოწინააღმდეგის" მიერ შეთხზული ბიბლია?

 

შენ როგორ უნდა გახდე ჩემი დაუძინებელი მოწინააღმდეგე? :D :D :D თუ ამ თემის განვრცობა გინდა PM ში მომწერე და პირობას გძლევ დიდი ხანი ვერ დაიძინებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Patton

წყევლა ქალის საქმეა, მე უფრო გინება მეხერხება. გინდა გაზიარო?

 

სუსტი ხარ.

 

 

შენ როგორ უნდა გახდე ჩემი დაუძინებელი მოწინააღმდეგე?

 

უმეცარიც, რადგან "დაუძინებელი მოწინააღმდეგე" ჩემს თავზე არ დამიწერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუსტი ხარ.

არ გინდა დარწმუნდე?

 

უმეცარიც, რადგან "დაუძინებელი მოწინააღმდეგე" ჩემს თავზე არ დამიწერია.

დამასკდეს ვინც გინდა იყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არი მხოლოდ შავი და თეთრი.....როცა დაცხრება ვნება და ეგო,მიხვდები რომ "ჭკუა(ინტელექტი)–თესლის მოუსვენრობაა. ამაშია მოთავსებული ყველაფერი, რადაც შეიძლება გახდეს ადამიანი ან ხდება. სხეულის ფუნქციები არსია მანქანის ნაწილებისა–მდუმარე, ვიდრე იგი მოსვენებულია, ჭკუა კი მუდამ მოუსვენარია, წრიპინებს: მე. ეს "მე" არასტაბილურია, იგი არ გადადის(ზღვარზე) თაობებზე, იცვლება ყოველ წამში და ბოლოს კვდება. ამიტომ ადამიანი, თავდავიწყებით მმართავი თავის ბორბალისა(გნებავს სანსარა გნებავს ბორბალი ბედის არკანებში), არი მხოლოდ თვითონ და სხვა არაფერი" frère urfinjus. მკითხველს აინტერესებს მოწიწებითა და შეფარვით " რამ გაიძულათ Samael ამ ტექსტის აკრეფა? რას ეძებთ ამ ქმედებით? თუ "მორწმუნეთა აღშფოთებით" გინდათ ხალისი? ეგებ ადეპტი ხართ ძალამოცემული ახალი ცოდნით(ინფორმაციით)....რას ეძებთ, საიდან მოდიხართ და საით მიდიხართ? კითხვას სვავს რვიანი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Patton

 

 

არ გინდა დარწმუნდე?

 

უკვე დავრწმუნდი სუსტი ხარ.

 

urfinjus

რამ გაიძულათ Samael ამ ტექსტის აკრეფა?

 

იძულებით არა, პირიქით ხალისით ავკრიფე ტექსტი.

 

 

თუ "მორწმუნეთა აღშფოთებით" გინდათ ხალისი?

 

მორწმუნეთა აღშფოთებით? ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს და არც მაღელვებს.

 

 

რას ეძებთ ამ ქმედებით?

 

ადამიანის უმეცრებიდან გამოყვანის მცდელობაა სხვა არაფერი.

 

 

საიდან მოდიხართ და საით მიდიხართ?

 

ეინ სოფიდან მოვდივართ ჩვენ ყველანი და უკანვე ვბრუნდებით ზოგი ნებაყოფლობით ზოგსაც სისტემა მიათრევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Samael არაა სწორი პასუხი......თერთმეტის სახელით გირჩევ დაფიქრდი როცა ამას მეორედ გკითხავენ.....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

 

Samael არაა სწორი პასუხი......თერთმეტის სახელით გირჩევ დაფიქრდი როცა ამას მეორედ გკითხავენ.....

 

კითხვა დააკონკრეტე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Samael აღარ აქვს მნიშვნელობა ვერ უპასუხე......არ უნდა გეუბნებოდე ამას მაგრამ როდესაც მსგავს კითხვას ვერ პასუხობენ თავს კარგავენ ხოლმე პირაპირი გაგებით....ამიტომ კითხვაზე პასუხს "საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ" წიგნში ვერ წაიკითხავ! უბრალოდ უნდა იცოდე თორემ თორმეტიდან ცამეტში ისე ამოყოფ თავს ვერც კი გაიგებ..... როცა ნული გახდება ერთი მაშინ შეიძლება შეძლო თუ კიდევ გენდომება.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე დავრწმუნდი სუსტი ხარ.

მერე შენც ეგეთებს არ ეძებ? პირადად რომ მაზიარო ჭეშმარის ღმერთს არ გინდა?

 

ისე კი ტაილანდურ მეთანზე შემჯდარი კაცს რა ძალა უნდა მოთხოვო, სუფთა ნაგავია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

 

აღარ აქვს მნიშვნელობა ვერ უპასუხე.....

 

ცდები ვუპასუხე, უბრალოდ შენ არ ხარ სათანადო მოწოდების სიმაღლეზე რომ პასუხის არსს ჩაწვდე, დრო მოვა და მიხვდები რაც გიპასუხე.

 

 

"საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ"

 

ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს "ეინ სოფ" თუ შენ არ იცი რას ნიშნავს ეინ სოფ შეგიძლია იკითხო და გიპასუხებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...