CPUG Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 აზერბაიჯანული მხარე ფიქრობს, რომ დავით გარეჯის თემაზე საუბარი საქართველოს რელიგიურმა დაჯგუფებებმა დაიწყეს და ისინი ამ საკითხის გაზვიადებას ცდილობენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის ალი გასანოვის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხს ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ფარგლებში განიხილავენ. მისივე განმარტებით, ორი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საზღვრის დადგენის მიზნით, ჩატარდა სამუშაოები მისი დელიმიტაციისთვის, რის შემდეგაც დადგინდა, რომ დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და აზერბაიჯანი ვალდებულია დაიცვას იგი. „საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც არიან ძალები, რომელთაც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფუჭება სურთ. ეს საკითხი სამთავრობოთაშორისმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემა არ არის. მას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ," - განაცხადა გასანოვმა. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანშიც არიან ჯგუფები, რომლებიც ბორჩალოს კუთვნილების საკითხის დაყენებას ცდილობენ, მაგრამ აზერბაიჯანი ერთგული რჩება იმ ტერიტორიული საზღვრების, რომელ საზღვრებშიც გაერო-მ აღიარა. "არანაირ ტერიტორიულ ცვლილებებზე საუბარი არც შეიძლება იყოს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნავს გასანოვი და დასძენს, რომ გარკვეულ წრეებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ძალზე აშფოთებთ. http://image.geotorrents.com/images/75474018462008920279.jpg წყარო: news.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.