CPUG Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ახდენენ, რომელიც საზოგადოების მორალური ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მოუხედავად სოდომისეული ცოდვის პოპულარიზების შესახებ მისი უწმინდესობის ილია მეორის გაფრთხილებისა, მაინც ხდება ამ თემის პოპულარიზება და საზოგადოებამ თბილისის ქუჩებში „გეი აღლუმიც“ იხილა. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ წინააღმდეგნი არიან ძალადობის ყველანაირი გამოვლინებისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მაგრამ იმავდროულად, წინააღმდეგნი არიან, რომ მომხდარი ფაქტი სექსულური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების უბრალო და მშვიდობიან გასეირნებად შეფასდეს. თარგამაძე აღნიშნავს, რომ ასეთ სეირნობებს შორს მიმავალი მიზნები აქვს და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისია. როგორც თარგამაძე ამბობს, „ასეთი ფაქტების საბოლოო შედეგი საქართველოში ჰომოსექსუალობის, მამათმავლობის, გარყვნილობის, გახრწნილობის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაციაა.“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა საერთაშორისო პრაქტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ უმცირესობებს დიდი ხანია პრობლემები არ აქვთ ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ. „ამას ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება და სუროგატობის მეთოდით შვილების აყვანა მოჰყვება, საქართველო საერო, სეკულარული სახელმწიფოა და სახელმწიფოსგან, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ეკლესიის გამოყოფას მხარს უჭერს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რელიგიური ფასეულობებისგან და ღირებულებებისაგან დაცლილი უნდა იყოს.“-ამბობს თარგამაძე. როგორც თარგამაძე აღნიშნავს, ამ შემთხვევებში, ცალკეული ევროპული ქვეყნების მაგალითი განმსაზღვრელი ვერ იქნება, რადგან იქ გაცხადებული ათეისტების რაოდენობა 50 პროცენტს აჭარბებს. საქართველოში საბედნიეროდ, ტრადიციული ღირებულებები ძლიერია და მოქალაქეთა 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მორწმუნე ქრისტიანია, როგორც მართლმადიდებელი, ასევე გრიგორიანელი და 7 პროცენტზე მეტი მორწმუნე მაჰმადიანია. აქედან გამომდინარე, „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონდმებლობა და კონსტიტუცია უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც ასეთი ქვეყნის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია,“ – ამბობს თარგამაძე. „ქრისტიან - დემოკრატები“ საზოგადეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს სთავაზობენ, რომელშიც 5 ცვლილებაა მოცემული და მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. გიორგი თარგამაძეს იმედი აქვს, რომ მათ ხელმოწერებს ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მოქალაქეები შეუერთდებიან. “ჩვენ არავის ვებრძვით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იმ სახით, როგორიც მოგვიტანეს წინაპრებმა,” – დასძინა თარგამაძემ. „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ მომზადებულ პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. “ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ქრისტიანულ ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას”. 2. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის რედაქცია: “აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ქრისტიანული, ან საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვასა და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას.” 3. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი განათლებით, პროფესიით და მორალური ქცევით აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.” 4.საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი: “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სასწავლო-დაწესებულებების შენობებისა და რელიგიური საკულტო ნაგებობების მიმდებარე ტერიტოტიაზე, დაუშვებელია კაზინოების, სათამაშო და სტრიპტიზკლუბების გახსნა, ან ამგვარი საქმიანობისათვის გათვალისწინებული მშენებლობის წარმოება.” 5. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ პროექტს ერთვის ტექსტი, სადაც „ქრისტიან–დემოკრატები“ ცვლილების აუცილებლობას ასაბუთებენ. მას news.ge უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების კონსტიტუციები, უნაკლო და ყოვლისმომცველი სამართლებრივი აქტი არ არის, რის გამოც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების განვითარება, ამ დოკუმენტში თანმიმდევრულად იწვევს შესაბამის ცვლილებებს; წარმოდგენელი ცვლილებები სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, რომლის წინაპირობა ჩვენს საზოგადოებაში არსებული, ის სამოქალაქო მოვლენებია, რომლებიც საკმაოდ თვალშისაცემად შეეხო ძირძველ ქართულ-ნაციონალურ ღირებულებათა სისტემას და არსებით ზეგავლენას ახდენს ქრისტიანულ ზნეობაზე აღმოცენებულ და დამკვიდრებულ ქართულ ტრადიციულ ცნობიერებაზე; აშკარაა, რომ სამოქალაქო თავისუფლება კონსტიტუციური ფარგლების განსაზღვრულობის მიღმა აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო ზნეობრიობისა და მორალური ინსტიტუტების შესუსტებას და მის ხარჯზე ჩვენი საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევის წესების შემოღების მცდელობებს; ისტორიული ჭეშმარიტებაა, რომ ქართული კულტურის, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არსებობა ორგანულად იყო დაკავშირებული ქრისტიანული რელიგიის თანაარსებობასთან და ამ მოძღვრების იდეოლოგიურ საფუძველზე ყალიბდებოდა ჩვენი ნაციონალური სული და ცნობიერება; თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ სისტემებში საქართველო სწორედ ქრისტიანულ კულტურას წარმოადგენს და ვიდრე იარსებებს ქრისტიანული ზნეობა, მანამდე ქართველი ერის არსებობას და მის ცივილურ განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება; ამ ნიადაგზე იდგა ჩვენი ერი და სახელმწიფო, რომელსაც მუდამ ესაჭიროება გაფრთხილება და ყველა პოლიტიკური თაობის ამოცანა უნდა იყოს ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის გადარჩენისათვის ბრძოლა; მსგავსი ამოცანების წინაშე არაერთხელ დამდგარა სხვა ერები და სახელმწიფოები, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევებში, სწორედ ლიბერალური იდეების თავმომწონეობის გამო, საფრთხის ქვეშ დადგა მათი საკუთარი ნაციონალური ღირებულებები; ამ პროცესის გარდაუვალი ხასიათი აშკარად შესამჩნევია თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოებისათვის, რის გამოც ახალ კონსტიტუციებში უკვე გაჩნდა სამოქალაქო თავისუფლების ფარგლების დამდგენი ნორმები და დებულებები; ამის საუკეთესო მაგალითია, პოლონეთი, რომლის 1997 წლის კონსტიტუციის პრეამბულა მკვეთრად არის ორიენტირებული ქრისტიანული ზნეობის გაბატონებულ პოზიციებზე; პოლონეთის მაგალითი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, თუ რა დიდი დატვირთვა აქვს კონსტიტუციურ დებულებას ნაციონალური იდეოლოგიის სახელმწიფო მხარდაჭერისათვის. საბერძნეთის რესპუბლიკა არ არის ერთადერთი გამონაკლისი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიათაა გამოცხადებული და ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ნორვეგიაც, მაგრამ გარდა ოფიციალურად გამოცხადებული ზნეობრივი იდეოლოგიისა, ამ ორივე სახელმწიფოს კონსტიტუციებს წამძღვარებული აქვთ ძალზედ ლაკონური და მრავლის მთქმელი პრეამბულები; ბერძნებს მაგალითად უწერიათ, რომ კონსტიტუციას ვაცხადებთ “ წმინდა, ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით”-ო. ნორვეგიელები კი, აღიარებენ რა ევანგელურ-ლუთერანგულ მოძღვრებას სახელმწიფო რელიგიად, ამავე დროს ნორვეგიელ მოქალაქეებს მიუთითებენ, რომ “ ისინი აღასრულებენ რა ამ რწმენას, ვალდებულნი არიან, რომ თავიანთი შვილები აღზარდონ “ ამ რელიგიური ზნეობის ფარგლებში; საქრთველო ამ მხრივ, არც წარსულითა და არც თანამედროვეობით არ ჩამოუვარდება არც ერთ დასახელებულ ქვეყნებს და ამიტომაც გადაუდებელ საჭიროებად უნდა ჩაითვალოს ქრისტიანული ზნეობის დაცვის ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციურ რანგში უნდა იქნეს აყვანილი; ამიტომაც, წარმოდგენილი პროექტის პირველი შესწორება პრეამბულას უკავშირდება, რომლის ძირითად ტექსტს სიტყვა ტრადიციულის წინ უნდა დაემატოს სიტყვა “ქრისტიანული”; მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პრეამბულის მოქმედი ტექსტი ჭეშმარიტად მნიშვნელოვან დატვირთვას; კონსტიტუციის ბოლო შესწორება ეხება სახელმწიფოს მიერ მონოგამიური ქორწინების აღიარებას და ფაქტობრივად ერთ სქესიან ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გამოცხადებას, ამიტომ კონსტიტუციის 36-ე მუხლის რედაქცია ასე გამოიყურება: “ სახელმწიფო აღიარებს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობითობას.” წყარო: news.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 +1 ქდმ-ს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 +1 ქდმ-სკაი რა +1, ვერ ხვდები რას ჩალიჩობენ? ეგენი ატეხავენ პარლამენტში მაგაზე გატრაკებას, და ხალხის გულს "მოიგებენ" (აი, ხომ ნახე, შენც +1 დაუსვი). ნაცები არ მიიღებენ, ევროპასთან დაიწერენ +1 –ს. ქდმ და ნაცები რომ მართლაც კონკურენტები იყვნენ, მაშინ იასნია, არ აწყობთ ასეთი რამე ქდმს, რადგან ევროპა არ მოუწონებს მათ ამას. მაგრამ ეგენი ხომ ერთი სასტავია? ამიტომ ევროპასთან პლიუსს ნაცები დაიჭერენ ამ ინიციატივის არ მიღებით, ხოლო ქდმ აქ ამომრჩევლების ხმებზე ჩალიჩობს ოპოებიდან. ორი მოსწავლე რომ რაღაცას ისწავლის, და რომ გონიათ, უკვე ყველაზე ჭკვიანები ვართო, ეგრე არიან ეხლა ნაცები და ქდმ. თუმცა, შენ ხომ მოტყუვდი? ალბათ ასე მოტყუვდება 2–3 პროცენტი, და მაგათთვის ეგეც საქმეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 (edited) ქდმ-ა თუ მმკ?? "ქრისტიან-დემოკრატები" ჯერ მარტო მაგათი პარტიის სახელწოდებაში შემავალი ორი სიტყვა ერთმანეთს ეწინააღმდეგება :dash2: მოუწევთ სახელი გადაირქვან და 'ქრისტიან_თეოკრატები" დაირქვან ეს განცხადება კი აშკარად ამომრცჰევლის იმ ნაწილის დასაბოლებლადაა განკუთვნილი რომელსაც ეკლესია ყოველდღიურად აბოლებს Edited May 22, 2012 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 DonCaredoრაც უნდა იქს ქნან პარლამენტში, აბა გეი აღლუმი ჯობია???ჯერ ადრეა საქართველოსთვის ეგეთი ღონისძიებები და ამიტომაც დაუსვი +1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 ჯერ ადრეა საქართველოსთვის ეგეთი ღონისძიებებირატომაა ადრეე??ან დროული როდის იქნება?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 აბა გეი აღლუმი ჯობია???არა ეგ საიდან მოიტანე? არა თუ გეი, ნებისმიერი აღლუმების წინააღმდეგი ვარ, თუნდაც დამოუკიდებლობის დღეებს და რაღაც იდიოტობებს რომ პარადებით აღნიშნავენ. მე იური გაგარინის დღესაც აღვნიშნავ ხოლმე, მარა პარადებს კი არ ვატარებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 კაი რა +1, ვერ ხვდები რას ჩალიჩობენ? ეგენი ატეხავენ პარლამენტში მაგაზე გა#######ებას, და ხალხის გულს "მოიგებენ" (აი, ხომ ნახე, შენც +1 დაუსვი). ნაცები არ მიიღებენ, ევროპასთან დაიწერენ +1 –ს. ქდმ და ნაცები რომ მართლაც კონკურენტები იყვნენ, მაშინ იასნია, არ აწყობთ ასეთი რამე ქდმს, რადგან ევროპა არ მოუწონებს მათ ამას. მაგრამ ეგენი ხომ ერთი სასტავია? ამიტომ ევროპასთან პლიუსს ნაცები დაიჭერენ ამ ინიციატივის არ მიღებით, ხოლო ქდმ აქ ამომრჩევლების ხმებზე ჩალიჩობს ოპოებიდან. ორი მოსწავლე რომ რაღაცას ისწავლის, და რომ გონიათ, უკვე ყველაზე ჭკვიანები ვართო, ეგრე არიან ეხლა ნაცები და ქდმ. თუმცა, შენ ხომ მოტყუვდი? ალბათ ასე მოტყუვდება 2–3 პროცენტი, და მაგათთვის ეგეც საქმეა ქურდულს ბაზრობ ძმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 რატომაა ადრეე??ერთი სამოცდაათი წელი კიდევ უნდა ქართულ საზოგადოებას, რომ მზგავს ღონისზიებებს მშვიდად შეხვდეს..DonCaredoეხლა ქდმ-მ ჩემი სახით ამომრჩეველი კი არ დაითრია უბრალოდ მომეწონა მაგათი ინიციატივა და ვსო..ქდმ რაც არის კი ვიცი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 არაა ადრე ასეთი ღონისძიებები.ერმა უნდა ნახოს ვის და რას ირჩევს.თუ აირჩევენ ამ გზას ფუშფუშელებიან მე#######ეებს გადაყოლილს, აქეთ იქიდან რომ დაგვძიძგნიან მეზობლები, მერე რომ საწუწუნო არავის ჰქონდეს.აგერ ნახეთ თქვენ. რამდენ სომეხს და აზერს იპოვით ღია პედიკს ვერცერთს. ყველა ქართველი იქნება ხოდა. ერთხელ და საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ქვეყანა. ან #######ის ჟიმჟიმს თავს დაანებებს, ამ ნაცმაცუნებს ტაკოში წიხლს უთავაზებს, მე#######ეს მე#######ეს დაარქმევს და ორმაგ სტანდარტებს შეეშვება.ან არადა ქე რომ გაგვიყრის რუსეთი ბაირამ დუდუკში და აზერები და სომხები ჩვენს ხარჯზე ტერიტორიულ ზრდას მიაღწევენ...მერე მაინც დავერიოთ ამ მე#######ეთა დამცველ დამლოცველებს, თავის პროამერიკელებიან, ლიბერალებიან, ფემინისტებიან არარაობებთან...ნუ არის რაღაც სახადი, რომელსაც უტვინო იხდის.ჩვენ სამწუხაროდ ეს სახადი ძალიან დიდი დოზით გვაქვს სახდელი... ალბათ იმიტომ რომ ძალიან უტვინო ერი გამოვდექით...პ.ს.დაგიჯვით ვარსკვლავურ ზოლიან #######ზე... პ.პ.ს.პუტინის დდა მოვდღან ეს სირი რომ 2008 ში მართლა კვერცხებით არ დაკიდა...პ.პ.პ.სთარგამაძეს გავუდე აფერისტ და გარეწარ ბაირამ დუდუკში. ერთი ფბ-ზე მაგათი აქტიური წევრები ნახეთ რას და ვის ალაიკებენ :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 direშენც მოგცლია ფბ-ზე თარგამაძეს თუ აკვირდები.. გეუბნებით მე თქვან ჯერ ადრეათქო და არ გინდათ დაიჯეროთ,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 პუტინის დდა მოვდღან ეს სირი რომ 2008 ში მართლა კვერცხებით არ დაკიდა...მართლა მაგის მოდგმა მოვდღან მაგის გამო რა ეხლა ქდმ-მ ჩემი სახით ამომრჩეველი კი არ დაითრიარა ვიცი შემეშინდა, ხომ არ შეაცდინეს ჩემი თანამოაზრე მეთქი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 რა ვიცი შემეშინდა, :D რას ამბობ, ხომ მომეჭრებოდა თავი.... აგერ ნახეთ თქვენ. რამდენ სომეხს და აზერს იპოვით ღია პედიკს ვერცერთს. ყველა ქართველი იქნება ძალიან ბევრს და ქართველებს, ეგ ვიცი ნანახი მაქვს..ერთხელ შემთხვევით მოვხვდი გეი დღეზე, და იქ გაიჩითნენ ქართველები ბლომად...არა და ტიპები მაგარს ბლატაობდნენ ისე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 ერთი სამოცდაათი წელი კიდევ უნდა ქართულ საზოგადოებას, რომ მზგავს ღონისზიებებს მშვიდად შეხვდეს.მსგავს "ღონისძიებას" თუ ქართული საზოგადოება მშვიდად შეხვდება ის საზოგადოება აღარ იქნება ქართული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 მერე რა რომ ინგლისურად მღერიან თან სხვის სიმღერას, მაინც ხომ კალქები არიან დჟიში, მთავარი დჟიშია,ადრე ხომ იყო-ნუ გათათრდები, ეხლა რავი ნუ გაპინდოსტდები(ამ გოგცოებს არ ეხებათ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.