Jump to content
Planeta.Ge

კობა ხაბაზი რომან დუმბაძის შესახებ საუბრობს


Recommended Posts

პარლამენტარი კობა ხაბაზი გენერალ რომან დუმბაძის მოსკოვში მკვლელობის შემდეგ, საქართველოში მის მოღვაწეობას კიდევ ერთხელ იხსენებს.

 

როგორც კობა ხაბაზი ამბობს, რომან დუმბაძეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მძიმე როლი ერგო. იგი აჭარის რევოლუციის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბევრი მძიმე მოქმედების მხარდამჭერი იყო და სამშობლოს ღალატის კვალიფიკაციით იხდიდა სასჯელს.

 

„თავიდან, 2004 წელს ჩვენ ვფიქრობდით, რომ დუმბაძე მხოლოდ და მხოლოდ ასლან აბაშიძის გვერდით მდგომი პირი იყო, მაგრამ 2008 წელმა ნათელჰყო, რომ ის ერთ–ერთი აქტიური კადრი იყო, რომელსაც რუსეთი ეყრდნობოდა." – ამბობს კობა ხაბაზი.

 

"თუმცა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ისეთი ადამიანების ციხეში ყოფნა, როგორიც რომან დუმბაძე იყო. ამიტომ, დუმბაძე ქართველ ტყვეებში გაიცვალა. ნიშანდობლივია, რომ რუსეთმა მისი გადაცემის საკითხი დააყენა. ეს, შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ომის დროს იმ პირების გადაცემას ითხოვენ, რომლებიც აქტიურ საყრდენს წარმოადგენენ.“-აღნიშნავს ხაბაზი.

 

რაც შეეხება გენერლის სიკვდილის ფაქტს, კობა ხაბაზს ვერსიების შესახებ საუბარი უჭირს. როგორც ხაბაზი ამბობს, ამ საკითხზე გამოძიება იმუშავებს. „ერთი რამის თქმა შემიძლია: დუმბაძისა და აბაშიძისნაირი ადამიანებით ჩვენ აღარ ვინტერესდებით,“ – აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

 

 

წყარო:news.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან ომის დროს იმ პირების გადაცემას ითხოვენ, რომლებიც აქტიურ საყრდენს წარმოადგენენ.“-აღნიშნავს ხაბაზი.

 

გრუ ეგრე ადვილად არ შიფრავს თავის აგენტებს. ბორისოვის(რომელსაც ვარძელაშვილი ადიუტანტად ჰყავდა) ძმაკაცი იყო და იმან გაუჩალიჩა ეგ ამბავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციკები რომ გადაშენდებიან პოლიტიკიდან, რამდენი გაიშიფრება მერე ხომ წარმოგიდგენიათ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...