Jump to content
Planeta.Ge

Facebook-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ამერიკაში დაბრუნება აეკრძალება


Recommended Posts

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორებმა სენატს ახალი კანონპროექტი შესთავაზეს, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების დაკისრებას იმ პირების მიმართ, რომლებიც გადასახადების თავის არიდების გამო, ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ, - განცხადება ამერიკელი სენატორის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

 

"როცა ყიდი იმ ქვეყანას, რომელმაც მიგიღო, უზრუნველყო შენი უსაფრთხოება, მოგცა განათლება და საშუალება, გამხარიყავი მილიარდერი, ეს აღშფოთებას იწვევს", - აცხადებს სენატორი შუმერი.

 

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი გადასახადებისგან თავის დაღწევა იქნება, მაშინ პირს მომავალი ინვესტიციების კაპიტალის საბაზრო ღირებულების 30 პროცენტის გადახდა დაეკისრება და სამუდამოდ აეკრძალება ამერიკაში დაბრუნება.

 

კანონპროექტის წარდგენა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, Facebook-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ედუარდო სავერინიმ უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობაზე და სინგაპურში გადასახლდა. როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, სავერინიმ ინვესტიციები განახორციელა აზიურ კომპანიებში, სინგაპურში კი კაპიტალის გაზრდაზე არანაირი გადასახადები არ არსებობს.

 

ედუარდო სავერინი, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა, 1992 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 1998 წლიდან კი უკვე მოქალაქეა.

 

 

http://image.geotorrents.com/images/58864371438391992825.jpg

 

წყარო: ჯეონიუს.ჯი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...