Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://news.ge/ge/news/story/14988-moskovshi-generali-roman-dumbadze-mokles

მოსკოვში სამშობლოს ღალატისათვის გასამართლებული ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს.

რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა.

მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხმელი გაიქცა, ერთ-ერთ ეზოში მიტოვებული იპოვეს, თუმცა მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელსაც ამ დროისთვის სამართალდამცავები კითხავენ.

 

2004 წელს თბილისსა და აჭარას შორის მიმდინარე კონფლიქტის დროს, რომან დუმბაძემ ოფიციალურად განაცხადა უარი დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ასლან აბაშიძის მხარეს გადავიდა, რისთვისაც მას სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს.

 

გენერალი დუმბაძეს ქართულმა მართლმსაჯულებამ სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი და მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი, რომან დუმბაძე რუსულმა მხარემ 12 ქართველი სამოქალაქო ტყვეში გაცვალა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა რომან დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

 

ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ რუსეთს გადასცა ასლან აბაშიძის ყველაზე მყარი დასაყრდენი, გენერალი რომან დუმბაძე, რომელსაც სამშბოლოს ღალატის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, აცხადებდა მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე.

 

„გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა იმ პირის გადაცემა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს არის რომან დუმბაძე. მან თავის დროზე აჭარაში ხიდები ააფეთქა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერი გაირკვა. როგორც ბორისოვმა თქვა, დუმბაძე იცხოვრებს მის აგარაკზე პოდმოსკოვიეში. ჩვენ დუმბაძე გადავეცით, რადგან ჩვენთვის ტყვეების, ჯარისკაცების სიცოცხლე და ცხედრების გადმოსვენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი კრიმინალი დუმბაძე", - განაცხადა თარგამაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძაღლიც მიაკვდა ღორ რუსულ სულში, მაგასაც და ყველა მეტრორუსეთუმეს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძაღლიც მიაკვდა ღორ რუსულ სულში, მაგასაც და ყველა მეტრორუსეთუმეს...

გარდაცვლილზე ან კარგი, ანდა არაფერიო... ნათქვამია...

 

ყველანი სიკვდილის შვილები ვართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსდღვნია პატრონი.

ქვეყნის მოღალატეზე გარდაცვლილი არ ითქმის.

მესმის მიშაიზმი და ბიძინობები.

ორივენიც მაგრად მკიდია.

მაგრამ როდესაც საქმე ქვეყანას ეხება...

მაგის დამპალი თესლიც უნდა ამოიძირკვოს ამ ქვეყნიდან, სხვების დასანახავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსდღვნია პატრონი.

ქვეყნის მოღალატეზე გარდაცვლილი არ ითქმის.

მესმის მიშაიზმი და ბიძინობები.

ორივენიც მაგრად მკიდია.

მაგრამ როდესაც საქმე ქვეყანას ეხება...

მაგის დამპალი თესლიც უნდა ამოიძირკვოს ამ ქვეყნიდან, სხვების დასანახავად.

მაგრამ მაინც... ის ახლა მკვდარია და ყველაფერზე აგო უკვე პასუხი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

იცი როდის იქნება მაგის ოჯახი დასჯილი?

მაგის შვილს რომ მამამისის გვარის ტარების შერცხვება, აი მაშინ.

მანამდე კი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...