planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/05_12/60826.jpg დილის 9 საათიდან საქართველოს სკოლებში საატესტო გამოცდები მიმდინარეობს. პირველი ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. მე-12 კლასელები სულ 8 გამოცდას ჩააბარებენ. ტესტირება ეგრეთ წოდებული CAT - ის პრინციპით ჩატარდება, რომლის მიხედვითაც, ყოველი მომდევნო შეკითხვის სირთულე მოსწავლის მიერ გაცემულ პასუხზეა დამოკიდებული. კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად არჩევს კითხვების სირთულეს. მაგალითად, თუ მოსწავლე შეკითხვას სწორ პასუხს გასცემს, მომდევნო შეკითხვა მეტი სირთულის იქნება, ხოლო თუ მისი პასუხი არ იქნება სწორი, ყოველი მომდევნო შეკითხვა, შესაბამისად, ნაკლები სირთულის იქნება.ატესტატის მისაღებად კი მე-12 კლასელებმა 5,5 ქულა უნდა დააგროვონ. გამოცდების მიმდინარეობას ორი ათასზე მეტი მეთვალყურე დააკვირდება. ტესტირება 30 მაისს დასრულდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts