planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/05_12/60827.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული რეფორმების შესასწავლად და მათ გასაზიარებლად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ. იგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. ახალგაზრდა ატლანტიკოსტთა სამიტი 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან. სამიტის მიზანია ალიანსის სამომავლო გამოწვევებისა და პრიორიტეტების განხილვა. შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებიან მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორობის გაღრმავებას. ატლანტიკოსთა სამიტზე მიხეილ სააკაშვილს ტრიბუნა რამდენიმე საათით დაუთმეს. ჩიკაგოში ახალგაზრდა ლიდერების შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, რუსეთთან ცალმხრივად გაუქმებულ სავიზო რეჟიმსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. მიხეილ სააკაშვილთან ახალგაზრდა ლიდერების შეხვედრის ინიციატორი ატლანტიკური საბჭო იყო. ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს უპასუხა. ძირითადი საკითხები იყო: საქართველოს როლი რეგიონში, ენერგოუსაფრთხოება და კონფლიქტები. ახალგაზრდების მთავარი კითხვა კი ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ეხებოდა. ჩიკაგოში მიხეილ სააკაშვილი ორმხივ მოლაპარაკებებსაც მართავს. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელთან. ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერა ამერიკელმა სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.მიხეილ სააკაშვილის ჩიკაგოში ვიზიტის არაფორმალური ნაწილი ველოტური იყო. საქართველოს პრეზიდენტმა მიჩიგანის ტბასთან ველოსიპედით ის გზა გაიარა, სადაც 2 დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა სამიტის წინ ივარჯიშა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმში ზღვის სანაპირო ანალოგიური პრინციპით მოეწყობა. იგეგმება ბათუმის ბულვარის 23 კილომეტრამდე გაზრდა.ქართული დელეგაცია მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ნატოს სამიტის ძირითად შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ჩიკაგოს სამიტში 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts