planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/05_12/60828.jpg ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის პირველივე დღეს დეკლარაცია მიიღეს, სადაც სამი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დეკლარაციაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ალიანსი მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია. ალიანსის წევრები საქართველოსთან კავშირების გაფართოებაზეც შეთანმდნენ. დოკუმენტში ნატო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.დეკლარაციაში ალიანსის წევრები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts