planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ანაკლიაში ჩერქეზული დღეები დაიწყო – ანაკლიის ცენტრში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა, რომლის ავტორია ყაბარდო-ბალყარელი ხელოვანი ჰუსენ კოჩესოკოვი. მათი ხსოვნის პატივსაცემად ზღვაზე გემებით გასულებმა წყალში წითელი ვარდები გაუშვეს. ზღვაში სიმღერით სწორედ იმ ადგილზე გავიდნენ, საიდანაც ჩერქეზული ოჯახები იძულებით ემიგრაციაში გაჰყავდათ. პარალელურად, მიმდინარეობს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩერქეზთა გენოციდის დამადასტურებელი საიდუმლო დოკუმენტები და წერილები. ჩერქეზული დღეების ფარგლებში იმართება სამეცნიერო კონფერენციაც თემაზე ”ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შედეგები”. ჩერქეზული დღეები განმუხურის ამფითეატრში საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება. დღევანდელ ღონისძიებებს ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლები ესწრებიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts