planetanews Posted May 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/05_12/60822.jpg დავითგარეჯა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზინდეტების შეხევდრის მთავარი თემა. მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა ჩიკაგოში, სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა. ამ საკითხზე მედიისათვის კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ."საქართველოს ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ წუთში მუშაობს უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულიად ყველა ნაწილთან საქართველოს მოქალაქეებს ყველა დროს შეეძლოთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მისვლა," - განაცხადა მან.ამავე საკითხზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის საგარეო უწყების დონეზე უკვე ხვალ გაგრძელდება. საქართველოს დელეგაცია ნატოს სამიტზე შეხვედრებს განაგრძობს. ეს არ იქნება გაფართოების სამიტი, თუმცა ოფიციალური თბილისი მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ შეხვედრაში, ყველა იმ ფორმატში, სადაც იქნებიან ჩართული ნატოს წევრი ქვეყნები და მუდმივი პარტნიორები. საქართველო ამ ეტაპზე ალიანსის მეთაურებთან შეხვედრისას ასპირანტის სტატუსით იმყოფება. მიხეილ სააკაშვილს ურთიერთობები ექნება სენატორებთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმოადგენლობასთან. 21 მაისს საქართველო მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის საკითხებზე ცალკე სამიტში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts