Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge არასასურველი ინტერესის ნაკადი ქართველი პრეზიდენტისადმი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყურადღების ცენტრში მოხვედრის დიდოსტატია და ეს ყოველთვის კარგი როდია.

ჩიკაგოს ნატოს სამიტზე მიმავალი სააკაშვილი სლოვაკიაში გაჩერდა, რათა 17 წლმადე საფეხბურთო კლუბების მატჩს დასწრებოდა, ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის გუნდები ხვდებოდნენ.

აქედან ის მილანისკენ გაეშურა, უდროო დროს დაგეგმილი „შოფინგისთვის“, ალბათ.

რამდენიმე დღით ადრე წყალდიდობამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. და აი ქართული ტაბლოიდი „ალია“ თავის გვერდებზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სააკაშვილი მილანში, ფეშენებელურ მაღაზიაში, Officine Panerai საათს ირჩევს და კიდევ სხვა ასეთივე მაღალი კლასის მაღაზიებს ათვალიერებს. ამ პუბლიკაციამ საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

საინფორმაციო ვებპორტალი Civil.ge იუწყებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა პრეზიდენტის მილანში გაჩერების ფაქტი, მაგრამ რაიმე სახის შესყიდვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Officine Panerai-ის თანამშრომელს ტელეფონით დავუკავშირდით, მაგრამ მან საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიმეს ყიდვის ფაქტზე ლაპარაკი არ მოისურვა.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...