planetanews Posted May 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpgქართველმა მილიარდერმა ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა თავისი უძრავი ქონების აქტივები რუსულ Bin Group-ს 982.5 მილიონ დოლარად მიჰყიდა, ნათქვამია მისი მმართველი კომპანიის „უნიკორ გრუპის“ ოთხშაბათის განცხადებაში.გარიგება ივანიშვილს და Bin Group-ს შორის, რომლის თანამფლობელებიც BinBank-ის ხელმძღვანელი მიხეილ შიშხანოვია და ძმები – მიხეილ და საიტ-სალამ გუცერიევები არიან, მოიცავს ელიტარულ საცხოვრებელ მიკრორაიონს, სასტუმროებს და ბიზნესცენტრებს. გაიგება სავარაუდოდ 15 აგვისტოსთვის დასრულდება.ამ თვის დასაწყისში ივანიშვილმა მისი რუსული ბანკი „როსიისკი კრედიტი“ კერძო ინვესტორების ჯგუფს 352 მილიონ დოლარად მიჰყიდა.ერთ დროს კარჩაკეტილმა მაგნატმა, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა 6,4 მილიარდ დოლარად შეაფასა, საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შარშან ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის გადადგომისკენ მოუწოდა.მან ასევე პირობა დადო, რომ გაყიდდა მთელს მის აქტივებს რუსეთში და ამის სანაცვლოდ ფულს ქართულ ეკონომიკაში დააბანდებდა.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts