planetanews Posted May 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2012 17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. http://4.bp.blogspot.com/-9MvuixI6y-k/T7T-DuGLWMI/AAAAAAAAHLY/3y8KaUwjN8s/s200/156213_414833535205579_100000368089084_1368047_79380915_n.jpgაქციის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით აწყობდნენ. თუმცა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა მეტრო "რუსთაველთან" აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციას აპროტესტებდნენ გამვლელი მოქალაქეებიც.მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებს ლოზუნგები დაუხიეს. სიტუაციის გამწვავების შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციის ათობით თანამშრომელი მივიდა, რომლებიც დაპირისპირებულებს შორის ჩადგნენ. თუმცა გზის სავალ ნაწილზე ერთ-ერთ გამვლელსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლევან ბერიანიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ბერიანიძე სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გვანცა ბერყულაშვილმა, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა. ის აცხადებდა, რომ სანამ ლევან ბერიანიძეს არ დააბრუნებდნენ, ტერიტორიას არ დატოვებდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სცადეს მისი გზიდან გადმოყვანა. თუმცა გვანცა ბერყულაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და ისიც, აქციის კიდევ ერთ მონაწილე მაგდა კალანდაძესთან ერთად, პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს. თუმცა მოგვიანებით ბერიანიძეც, ბერყულაშვილიც და კალანდაძეც გაათავისუფლეს.ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts