Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბათუმში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა აქცია გამართეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/post-77-1320147575.jpgბათუმში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა აქცია გამართეს და მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის” ერთობლივი პროექტი გააცნეს.

აქციები რეგიონებში, საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის” ერთობლივი პროექტის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ორიგინალურობით და სისტემატური ხასიათით პროექტის წარმატებას განაპირობებს.

ბათუმში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ხელი შეუწყო ამ რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას. 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მიხედვით, ბათუმი ტოპ-ხუთეულის მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, გარდაბანი, ქუთაისი). ვინაიდან ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად ვითარდება, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება რეგიონის მოსახლეობას გააცნოს ახალი პროექტი, რომელიც 8 თვის წინ დაიწყო და მომხმარებლებში უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს.

სერვისის შესახებ: მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „ საჯარო რეესტრში” და ვებგვერდზე www.eproperty.ge.

საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების შესახებ გაზეთის გამოცემა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და ის მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საკუთარი განცხადების განსათავსებლად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს. გაზეთი მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელს და მისი ფასი მხოლოდ 20 თეთრია.

გაზეთს ასევე თან ახლავს ინგლისურენოვანი ჩანართი ,,Public Registry”, რომელიც საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის. გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართის მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას.

საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება ქართველი და უცხოელი ტურისტების ინტერესი საკურორტო რეგიონებში არსებული გასაქირავებელი ბინების მიმართ (დღიური ან თვიური გაქირავება). საჯარო რეესტრმა ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოამზადა ასევე გაზეთის სპეციალურ დანართი „დაისვენე”, სადაც თავმოყრილი იქნება განცხადებები საქართველოს რეგიონებში არსებული ბინების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების შესახებ.

გარდა იმისა, რომ გაზეთი „საჯარო რეესტრი” კომფორტულია მოქალაქეებისთვის, ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

გაზეთში გარდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა, განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებიც. მაგ: ინფორმაცია მომსახურების, მოძრავი ნივთების ყიდვა-გაყიდვის, აუქციონების, ვაკანსიების, ავტომობილების შესახებ.

მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება: დარეკონ ტელ: 29 111 29 ან საინფორმაციო ცენტრ 09-ში და ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი. ან შეავსონ განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში, ან საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსე ნარინჯისფერ ყუთში. ასევე შეუძლიათ განცხადება დატოვონ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.

განცხადება მიწოდებიდან 3 დღეში , გაზეთის 4 ნომერში ზედიზედ განთავსდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...