planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/CD9FB7A9-FA99-44E4-886C-984AE02C177B_mw800_s-300x225.jpg„მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე, მანქანით ფეხით მოსიარულე ორ მამაკაცს დაეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, „ლაგუნე ვერესთან“ მოხდა. რიხაძე მანქანას აფსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ერთ- ერთი მათგანი უვნებელი გადარჩა, ხოლო მეორე მამაკაცს დაზიანებები აქვს მიღებული.როგორც ექიმები ამბობენ, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და მის მანქანაში მჯდომი ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ. მიუხედავად ნარკოტესტის პასუხებისა, რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუხაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ რუხაძის მანქანაში მჯდომი „მეცხრე არხის“ 2 თანამშრომელი, ნარკოლოგიურმა ტესტმა მათ მხოლოდ მსუბუქი თრობა დაუდგინა.ადგილზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, კამერებია დამონტაჟებული. თვითმხილველების თქმით, რუხაძე მანქანას 40-50 კმ სიჩქარით მართავდა, რა დროსაც გზაზე მოულოდენლად ორი ნასავამი ადამიანი გადმოვიდა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლაგუნასთან გადასასვლელი არ არის, შუქნიშანი ქვეითებისთვის არ მუშაობს, ხოლო თუ შუქნიშანთან არ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, იქ გადასვლა მით უმეტეს არ შეიძლება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts