planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/samartlianiar4evnebi-300x202.jpg“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.ორგანიზაციის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.პირველი შუალედური ანგარიში 2012 წლის 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 1 აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.„”სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 10, ბიზნესზე/კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ შემთხვევებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“,– ნათქვამია განცხადებაში.ანგარიშში საუბარია, ასევე, საყურადღებო ტენდენციებზე, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს. ანგარიში, ასევე, მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე. ანგარიშში არ აისახა ისეთი ფაქტები, რომელთა თაობაზეც მხარეებმა საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავეს”, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.“სამართლიანი არჩევნები” იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე. ანგარიში გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე: www.isfed.ge.ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და მაისის თვის ანგარიშს ივნისის შუა რიცხვებში წარმოადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts