planetanews Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo-300x198.jpgევროპის საბჭოს 122-ე მინისტერიალზე, რომელიც სტრასბურგში, 23 მაისს გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძე წარმოადგენს.ამის შესახებ განცხადება ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკეთა.მისი თქმით, აღნიშნულ მინისტერიალზე დიდი ბრიტანეთისგან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ალბანეთს გადაეცემა.“მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის დღის წესრიგში კონსესუსის საფუძველზე იქნა შეტანილი საქართველოს საკითხი სახელწოდებით “საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევა”, რაც საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მინისტერიალის ფარგლებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ვაშაკიძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts