Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვაშაკიძე:დავით გარეჯის საკითხი საზღვარი საბოლოოდ დელიმიტირების შემთხევაში გადაწყდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/473548vashakidze-300x189.jpgნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც საზღვარი საბოლოოდ იქნება დელიმიტირებული.

ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე  განაცხადა.

„დელიმიტაციის ამომავალ პრინციპად აღებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი.დავით გარეჯის უდიდესი ნაწილი, 98 პროცენტი, ამჟამად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა არის გარკვეული პრობლემური მონაკვეთები“,– აღნიშნა ვაშაკიძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საზღვრის საკითხი ძალიან მტკივნეული და ფაქიზი თემაა როგორც საქართველოსთვის, ასევე მეზობლებისთვის.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საბოლოო დელიმიტაციამდე ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოირიცხოს პოლიტიკური აჟიოტაჟი“,– განაცხადა ვაშაკიძემ

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ყოველ წელს რეგულარულად იმართება, თუმცა წელს ჯერ არ გამართულა და კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...