CPUG Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის პირველივე დღეს დეკლარაცია (Chicago Summit Declaration) მიიღეს, სადაც სამი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დეკლარაციაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ალიანსი მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია. ალიანსის წევრები საქართველოსთან კავშირების გაფართოებაზეც შეთანმდნენ. დოკუმენტში ნატო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დეკლარაციაში ალიანსის წევრები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ, ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის. http://image.geotorrents.com/images/27245627378135360818.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 უყურე შენ... სადაც სამი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა. ramdeni punqtia sul? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 http://www.picz.ge/img/s1/1205/21/e/e30c3e8ee518.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 ნატო თუ იქნება კიდევ როდესაც ჩვენ მანდ შევალთ ნეტავ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 ნატო თუ იქნება კიდევ როდესაც ჩვენ მანდ შევალთ ნეტავ...შევალთ, იმედი უნდა ვიქონიოთ ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 ნატო თუ იქნება კიდევ როდესაც ჩვენ მანდ შევალთ ნეტავ...მეეჭვება...თუმცა ნატოს გაქრობამდე თუ ნაციონალები იქნენ ხელისუფლებაში, მაშინ გინდა შედი და გინდა გამოდი ნატოდან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 უფ. აი ეს იმედი უნდა ვიქონიოთ მკლავს რა ნათელი კომუნიზმის ძიების იმედს მაგონებს.როდესაც ეგ სიტუაცია დადგება ( თუ დადგება როდესმე, რაშიც მე პირადად დიდი ეჭვი მეპარება) კარგად უნდა ავწონ დავწონოთ იმ მომენტში რაიმე უკეთესი გადაწყვეტილება ხომ არ არსებობს. ამ ეტაპზე უკეთესი არაფერი არ ჩანს. მომავლში ვნახოთ.ამიტომ ჯერ ჯერობით სწორი გეზია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 უფფ,,, დაიჯერეთ რა,, ნატო არა ევროსაბჭო კიდე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 ვირი უფრო ადრე ავა ხეზე, ვიდრე საქართველო გახდება რუსეთის საწინააღმდეგო სამხედრო ბლოკის წევრი. რამდენიც არ უნდა იხტუნაონ იანკებმა და ნაციონალ–ბიძინისტებმა, ამას რუსეთი არ დაუშვებს. ჩვენი განვითარების ერთადერთი გზაა რუსეთი. როდესაც სულხან–საბა იყო ევროპაში წასული, და უკან დაბრუნდა, კითხეს, რა წამოიღე, რით მოხვედი, რა გამოგატანეს იქიდანო? და ამან თავის ჯოხზე უჩვენა, რითიც შევედი, ის გამომატანესო ასეთი იყო და ყოველთვის ასეთი იქნება ევროპისა, და ნებისმიერი სხვა დიდი ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსადმი, გარდა რუსეთისა. ფაქ უსა, ფაქ ნატო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted May 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2012 (edited) იყო დრო როდესაც რუსეთი დერჟავა არ იყო(ესე იგი ზღვბზე დიდი გასასვლელები არ ქონდა), იყო ჩაკეტილი ბოიარებით და პარანოიკი ცარებით მართული გაყინული ქვეყანა მათ მითებშიც კი სახელმწიფოს მართვა ვარიაგებმა(ვიკინგებმა) ასწავლეს, ხოლო ქრისტიანობა ლოთმა ვლადიმირ სვიატოსლავოვიჩმა ეშმაკი ბიზანტიელი ბერის შეგონებით მიიღო(რელიგიის ქასთინგზე: მოწვეული იყვნენ მოლა(ისლამი), ხაზარი(იუდაიზმი) ერთი ორი შამანი და ზემოთ ხსენებული ბერი) რომელიც სხვებზე ყოჩაღი აღმოჩნდა და აკრძალვების მაგივრად ნებართვებზე ელაპარაკა ვოვას....მერე პეტრემ ევროპაში იმოგზაურა, ჰოლანდიის პროფტექნიკუმში გემთმშენებლობა ისწავლა და შვედებს ბალტიის ზღვის ნაწილი წაართვა, მას შემდეგ გამძლე რუსი დედაკაცები ჭარბად აჩენდნენ ევროპის დამსჯელ რუსულ ჟანდარმულ არმიისათვის საზარბაზნე ხორცს, კულტურას კი ამ ჯარში არმომსახურე სემიტები, გერმანელები და პოლონელები ქმნიდნენ.....ყველაფერი კარგად მიდიოდა ვიდრე ბოლოს დიდი მონარქის სტალინის სიკვდილის შემდეგ სამყარო რუსეთის გარშემო არ შეიცვალა და ეს რუსეთსაც შეეტყო....რუსებს ასწავლიდნენ რომ ყოველი გამოგონება რუსებს ეკუთვნოდათ რადიოთი და პენიცილინით დაწყებული და ელნათურით დამთავებული...თუმცა დღესაც ნახევარი რუსეთი სიღატაკით სულს ღაფავს მთელ სამყაროს ჭკუას ასწავლის და ემუქრება. 2008წელს გრუზინების დედაქალაქი ტიფლისი რუსმა ვერ აიღო ბანალური მიზეზის გამო 200კმ-ზე გაჭიმულ სატანკო კოლონამ წინსვლა შეწყვიტა იმიტომ რომ სიძველის გამო ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა....ამით ისარგებლა გაიძვერე ჰაიდუკმა სარკოზიმ და უხერხულობიდან გამოიყვანა დაბნეული რუსული და დაფეთებული საქართველოს ხელისუფლებები....რამოდენიმე წლის შემდეგ დიდის ამბით მირეკეს ახალგორელი გულუბრყვილო დევნილები თბილისში სარკოზისათვის წინასაარჩევნოდ ხელის დასაქნევად მაგრამ სარკო არჩევნებში დამარცხდა და რაც არ ახსოვდა აქამომდე არც აწი გახსენებია....ნატოს მანჯურიელი მგლები კი ვოვასგან შეშინებული ჩიკაგოს სამიტს ჩავიყარენითო....ჰუსეინ ობამას არჩევნები აქვს და გეებს მიცვალებულებს ყველას ქორწინების უფლების მიცემას პირდება ფეხზე კიდია შენი ნატო და გეოპოლიტიკა( საქართველოში რუსი რომ შემოიჭრა არც კი იცოდა რომელ გეოგრაფიულ(პოლიტიკურ) ერთეულზე საუბრობდა). მერკელს გაზის მილს აჭერინებენ და წველავენ რუსები რითაც ეს გდრ-ის პიონერი ბედნიერია...კი ნატო დღეს იმ მოჭიდავეს გავს რომელსიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრას გაურბის....მაგრამ რუსეთი უფრო სასაცილოა და რა მომავალი შეიძლება ქონდეს გაზპრომის-ფეესბეს და კირილას კონტროლირებად სივრცეს? რუსეთი იცავს რა თავის არჩეულ გზას(რომელიც განსკუთრებულია მაგრამ საითაა და რაშია ეს გზა კაცი შვილმა არ იცის) ებრძვის დასავლურ კულტურასა და ცხოვრების წესს ტელევიზიით და პრესით(ყავს შიზოფრენიკების და სიკოფანტების დივიზიები: შევჩენკო, დუგინი, ზატულინი, მარკოვი და სხვა) სინამდვილეში კი ყველაფერში ბაძავს დასავლეთს(სხვათა შორის საშინელი მახინჯი ფორმით).....მოკლედ რუსეთს ძველი ატომური ბომბების, გზების და "დურაკების" გარდა ერთი ღირსება შემორჩა ეს გაზსადენი, ნავთობი და დიდი არაკია -რომ რუსეთი დიადი ქვეყანაა ყველას ჭკუა უნდა ასწავლოს, იაროს გერმანული მანქანებით ისარგებლოს აზიურ-ევროპული ტექნიკით, უყუროს ჰოლივუდის ფილმებს(საუბრებში ტარკოვსკი აქოს), დასცინოს ანგლოსაქსების ტრადიციებს და თვითონ ინაგურაციის კარიკატურა მოიწყოს... რუსეთი აგონიაში კი არაა, რუსეთი მკვდარი კი არაა, რუსეთი მკვდრადშობილი დაიბადა და ჩვენ მათი გვამის ხრწნის ეპიდემიისაგან ვიტანჯებით... Edited May 21, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.