Jump to content
Planeta.Ge

ახალი მემარჯვენეები "უმწეოთა პროგრამაში“ არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ


Recommended Posts

"ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში, ასობით ათასი ადამიანისთვის "უმწეოთა დახმარების“ პროგრამა არსებობის ერთადერთი საშუალებაა.

 

აქედან გამომდინარე, ამ სფეროში არსებული პრობლემები: უსამართლობა, გაუმჭვირვალობა, სარეიტინგო ქულების მინიჭებაში მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა, დახმარების დანიშვნისთვის საჭირო სარეიტინგო ქულების უთანაბრობა რეგიონების მიხედვით, განაპირობებს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სერიოზულ უკმაყოფილებას.

 

როგორც "ჯეონიუსს" პარტიიდან აცნობეს, "ახალი მემარჯვენეების" მხრიდან სოციალური დახმარების სფეროში არსებული ნაკლოვანებების წარმოჩენისა და მიზანმიმართული კრიტიკის შედეგად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი არ დამდგარა.

 

"რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უამრავ ფაქტს ვაწყდებით, როდესაც დახმარების მიღებას ბიუროკრატიული ბარიერები ეღობება, შემწეობას იღებენ ოჯახები, ვისაც ის არ ეკუთვნის, მაშინ როცა უამრავი გაჭირვებული ადამიანი დახმარების გარეშე რჩება.

 

აქედან გამომდინარე, "ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

 

1. აღმოიფხვრას უთანაბრობა სოციალური დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების რაოდენობაში, როდესაც ეს ქულა სხვადასხვაა თბილისში, აჭარაში და დანარჩენ რეგიონებში და დადგინდეს ქვეყნის მასშტაბით დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების ერთიანი ჭერი, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარების დანიშვნა ხდებოდეს 100 000 ქულამდე.

 

2. მკაფიოდ ჩამოყალიბდეს დახმარების გაცემისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები (მაგ. ტელევიზორი, მაცივარი, ძროხა, ქათამი და ა.შ.) და აღმოიფხვრას ორმაგი ინტერპრეტირების და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სოციალური აგენტებისათვის.

 

3. შესრულდეს " მოქალაქეთა სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი და საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, თუ ვის ეძლევა დახმარება და რის საფუძველზე", - ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში.

 

http://image.geotorrents.com/images/67553473281784038947.jpg

 

წყარო: ჯეონიუს.ჯი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...