lasha_alo Posted May 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2012 http://www.epn.ge/?p=109728 ამის შესახებ სააგენტო “ტრენდ.აზ”-ს აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა განაცხადა.მისი თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებული საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში წყდება და ეს წმინდა ნორმატიულ-იურიდიული საკითხია.აბდულაევის ცნობით, დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, გრიგოლ ვაშაძე და ელმარ მამედიაროვი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრისას ისაუბრებენ.პრესმდივნის განცხადებით, მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ.6 მაისის შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებს არ უშვებენ. ბოლო დღეების განმავლობაში, სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა არ დაადასტურა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.