Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ლტოლვა ერთეულისა ბევრისაკენ ან ბევრისა ერთისაკენ-აი მიზეზი ტანჯვისა, სიხარულის მიზეზიც-მასშია. ლტოლვა ერთისა მეორისაკენ მხოლოდ ვნებაა, რომლის მშობელიც არი-შიმშილი, დაკმაყოფილება კი სიკვდილი. ქინქლათა გატაცება ვარსკვლავთა მიმართ, იცავს მათ დაკმაყოფილებისაგან. იშიმშილე ადამიანო, შენ გატაცებაში უსასრულობის მიმართ, იყავი გაუმაძღარი საბოლოოდ. მაშინ ჩაყლაპავ ბოლოს და გახდები უსასრულო. იყავი ზვიგენივით გაუმაძღარი, ტირიფივით მტირალა. დაღლილი მომლოცველი იბრძვის, მაძღარი აკეთებს შესვენებას. ასასვლელი ციცაბოა, ზემოთ ვერ ახვალ ბუნების ყველა კანონის დაურღვევლად, ძალას მოგანიჭებს ის, ვინც ცხოვრობს შენში, ვის წინაშეც კანონიც და ბუნებაც-მხოლოდ აჩრდილებია. სალოსი: წითელი ვარდი, თავში შემოიკრებს ყველა ფერებს წითელის გარდა; ამიტომ წითელი-მისი ფერი არაა. ესეთია კანონი, ესეთია ინტელექტი, დრო, სივრცე ყოველგვარი შეზღუდვა, რომელიც გვაბრმავებს ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. ყველაფერი რაც ვიცით ადამიანზე, ბუნებაზე, სამყაროზე ისაა რასაც სინამდვილეში არ წარმოადგენს რასაც ზიზღით უარყოფს. სალოსი ხილულია მხოლოდ მაშინ, როცა ის არაა სრულყოფილი. ხომ არ გახდება ყოველივე ღირსეული რაც გვეჩვენება უღირსოდ, ვიდრე სალოსი არ გამჟღავნებულა მთელი თავისი სიდიდით? სავსებით შესაძლებელია. რით განსხვავდება უბადრუკი , მაგრამ სრულყოფილი სალოსი უბადრუკი ადამიანისაგან, პლანეტის მკვიდრისაგან? ნუ ეძებ სხვაობას! გამოცადე საკუთარი თავი: შენ სალოსი ხარ, არ შეგიძლია რომ არ იყო იგი. 1915წ. ძმა პერდურაბო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ეგეთი სალოსებით გატენილია საქართველო ჯერ შევარდნაძემ გაასალოსა ხალხი, ძალად ამარხულ აშიმშილა მერე სააკაშვილმა, დიდმარხვას ვიცავთო გაყვირიან, საჭმელი არაფერი აქვთ რო ჭამონ და დაიცავენ აბა რა იქნება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro ვატყობ პოლიტიკურმა კატაფალკებმა თქვენზეც იმოქმედა ოდეს დაწერილია ეს ტექსტი 1915 წელს და ცოტა სხვა მნიშვნელობით...სხვათა შორის თქვენი და რევოლუციონერ დირეს წასაკითხად დავდე ეს ტექსტი სხვა ამ საიტზე არ ვიცი შესაბამისად მომზადებული ...ხანდახან მეჩვენება რომ ორი სხვადასხვა ადამიანი წერს თქვენი ნიკით....ერთი ლიბერალი ინტელექტუალია მეორე აგრესიული თეისტი(რელიგია ვერ დავადგინე, უფრო სწორედ კონფესიის სახელი). პატივისცემით ურფინ რვიანი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავი 31 მარყუჟი: იგი მოძრაობს, მოძრაობიდან სიმშვიდისაკენ და განისვენებს სიმშვიდიდან მოძრაობაში-მუდმივად რამეთუ დრო არ არსებობს. მაშასადამე(სინამდვილეში) არ აკეთებს არაფერს. იგი იქმნის ერთსა და იმავეს, იმას, რაც ჩვენ იძულებულნი ვართ გამოვხატოთ ორი გაგებით. რომელთაგან არც ერთს არ გააჩნია გონიერი ახსნა. და მაინც, რასაც იგი აკეთებს-მარტივია, ამასთან ძალიან რთულია. რამეთუ მასში არც თავისუფლებაა, არც აუცილებლობა. ეს აზრები გამოხატავენ დამოკიდებულებას, იგი კი ზომავს რა ყოველ დამოკიდებულებას თავისი უბრალოებით, იმყოფება ყოველგვარი დამოკიდებულების მიღმა. თავის თავთანაც კი. ეს ყოველივე ჭეშმარიტი და ცრუა(ერთდროულად) ასევე ჭეშმარიტი და ცრუა, მსჯელობა იმაზე რომ ეს ჭეშმარიტი და ცრუა. დაძაბე გონება, ო ადამიანო, ო ღირსეულო, ო გამორჩეულო(დიადო), რათა გაზომო სიტყვათა მთელი სიღრმე. რამეთუ მხოლოდ ასე შეძლებ საკუთარი ინტელექტის გატეხვას, როგორც ტეხენ მონის ბორკილს მის კისერზე. ისევ ძმა პერდურაბო. ლონდონი 1915
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავი 30. სიზმრები. სიზმარი არასრულყოფილი ძილია, როგორც ცნობიერება არასრულყოფილი სიფხიზლე. სიზმრების მიზეზი სისხლის დაბინძურებაა, როგორც ცნობიერების მიზეზი-უწესო ცხოვრება. სიზმრებში არ არი კავშირი, აზრი, ჭეშმარიტება, იგივე ეხება ცნობიერებას. სიზმარიდან გამოღვიძებული შეიცნობ ჭეშმარიტებას, სიფხიზლიდან გამოღვიძებული შეიცნობ რომ ჭეშმარიტება შეუცნობელია.....კობოლდი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლალის ვარსკვლავი. იგი საფარიდან დიდი სიფრთხილით ადუნებს თქვენ ყურადღებას, ნეტარ არიან მომლოდინენი...ცივი ოფლი და ყინული ძარღვებში, ვედების თეორიის ინკარნაციის სასარგებლოდ მეტყველებს, ოდეს წინათაც მსხვერპლი ყოფილა სხეული. თვითკმაყოფილი ილუზია, სახელად გამოცდილება ქვიშის რედუტებს იგებს თავდასაცავად. მაგრამ ეს შრომა წყლის ნაყვაზე უმიზნო გარჯაა, რამეთუ როგორც ამბობს მდინარე სახელად ყოფიერება: "შიშის ვეფხვისაგან გაქცევის ჯახირი ართობს დიდ კატას". ასტრალით მიბმული სული ბავშვობიდანვე სხეულის ილუზიის ჰილოტია. ხოლო თვით სხეულში კი ბინადრობს ის კატა რომელიც დიდი სიფრთხილით ადუნებს თქვენ ყურადღებას. ლოგიკის აბრეს აზ ჰაბრა, სხეულის ნაწილის ტვინის უსუსური გაბრძოლებაა–რომელსაც სურს გაიგოს ვის ეშინია ამ კატის, სხეულს? თუ მას ვინც ამ მხრწნადშია დატყვევებული. ასეა! არავინაა მცოდნე : ვინ ვინ არი და თვითონ ვინაა. ამიტომაც ათასი ეონის მანძილზე კვდება და იბადება რაღაც, რამაც ბუნდოვნადაც არ იცის თავისი რაობა. სწორედ აქაა შიშის ვეფხვის სამყოფელი. სიკვდილი ან დაბადება ვერ იქნება გამოცდილების ილუზიაც კი! რადგან იგი შეუქცევადი მახეა სახელად. მრავალნი გავიდნენ მოკლე შინაგანი შეძახილით შიშის ვეფხვის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ....მთელი გზის მანძილზე ვერ იფხიზლებს თავთან მებრძოლი განდეგილი "იგივე სხეულის ჰილოტი". ოდეს გზა უსასრულოა როგორც მაკრო ისე მიკროკოსმოსში და აქაც შიშის ვეფხვის სამფლობელოა. იგი მუდამ ნადირობს დღისით და ღამით,იცვლის სახელსაც საგანსაც(მეოცნებეა ძე კაცისა)....ამ მონადირეზე მონადირეს(თავხედობაა ზოგადი ხსნა უსაშველობის უდაბნოს ამაოების ქვიშებზე) შესაძლოა ცოტა გაუმართლოს.(მოღორებაც შეუძლია შიშის ვეფხვს) დროებით, დროებით, დროებით!!! შიშის ვეფხვი სხეულთან ერთად იბადება და თუ ხარ სხეული, მაშინ შიშის ვეფხვი შენი უხილავი მეგზურია. ხოლო თუ ეს ასე არაა, კეთილი იყოს შენი მობრძანება სხვა გზაზე. ურფინჯუსი 2001წ Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...