Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი არსებობაც ანომალიაა და ჩემი ქვეყნისაც


Recommended Posts

http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=9137&Itemid=1

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გადარჩენას რადიკალური ტრანსფორმაციის, რადიკალური რეფორმებისა და რეალური ცვლილებების შედეგს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს რეფორმები უკუსვლისა და ძველ წყობაში ჩარჩენისთვის განწირულ საზოგადოებაში განხორციელდა.

 

საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის“ მიხეილ სააკაშვილმა პრინსტონის უნივერსიტეტში წაიკითხა.

 

„მე გახლავართ ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, დღეს აქ არც ყოფილიყო, რადგან წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გადარჩენისა და არსებობის თითქმის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მინდა ერთი ფრაზა გავიხსენო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ნათქვამიდან: პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი დიდი სულიერი სფეროა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობაო. მართლაც, ჩემი არსებობაც ანომალიაა და ჩემი ქვეყნისაც, რადგან ჩემს პატარა ქვეყანას 100-ჯერ დიდი სახელმწიფო დაესხა თავს. კარგია რომ აქ რუკა არ არის, თორემ ამის ნახვა საშიშიც კია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, 2008 წელს, როდესაც აშშ-ის მთავრობამ მათ ჰკითხა, თუ რა გეგმები ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით მათ უპასუხეს, რომ სურდათ საქართველოს სრული განადგურება - არა მთავრობის, არამედ მთელი ქვეყნის.

 

„მათ ჩემი ქვეყნის სრული კრახი სურდათ, მაგრამ 4 წლის შემდეგ მე აქ ვარ და მინდა აწ უკვე რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ციტირება მოვახდინო, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. მან ტელეეთერით განაცხადა: რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ქართული რეფორმების იმიტირება, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეს არ შეუძლია - საამისოდ ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდიაო. მეორე დღეს კი დუმაში, თანამდებობაზე მისი დამტკიცებისას თქვა: ვიცით, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა და შევეცდებით გავიმეოროთ კიდეც იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს ვერ ვიტანო,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი.

 

პრინსტონის უნივერსიტეტში საჯარო ლექციისას მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ არქიტექტურულ ჟურნალში საქართველოს შესახებ სტატიასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ საქართველოში მსოფლიო მასშტაბით აღმშენებლობის ყველაზე საინტერესო პროცესი მიმდინარეობს და აქ ახალი ქვეყნის ახალი ბრენდი საოცარი არქიტექტურით მკვიდრდება.

 

„თუმცა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს არქიტექტურა ჭეშმარიტად ქართული არ არის, რადგან არ ჯდება საქართველოს ტრადიციულ ხედებში, ვიწრო ქუჩებსა და ძველებურ სტილში. გამოდის, რომ განწირული ვართ იმისთვის, რომ სამუდამოდ ჩავრჩეთ შუა საუკუნეებში. თითქოს არ ვიყოთ პატარა, ლამაზი ქვეყანა, სადაც, როგორც ჰიმალაის მთებში, ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ადგილობრივ ტრადიციებს, დაათვალიერონ მე-8, მე-9, მე-10 საუკუნისა და უფრო ძველი გადმონაშთები; სიამოვნება მიიღონ ჩვენი ცეკვითა და სიმღერით, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს. სანახავად საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მისწრაფება. ჩვენ გვსურს შევქმნათ თანამედროვე წარმატებული საზოგადოება, მივაღწიოთ წარმატებას, ვისწავლოთ სხვებისგან და გავხდეთ მოდელი მთელი რეგიონისთვის და, შესაძლოა, დანარჩენი სამყაროსთვისაც. ეს არის ის, რაც საქართველოში ხდება და მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც რომ ანომალიაა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროზე ყოფილა სიუჟეტი,მე ვერ ვნახავ და იქნებ თქვნ ნახოთ, ამ გამოსვლისას

ქართველ სტუდენტს გაუშავებია სააკაშვილი , 3 კითხვა დაუსვა და ერთს თურმე საერთოდ არ უპასუხა,

მერე უთქვია , რომ თურმე ხალხს ფულს უხდიან კითხვის დასმაში.. :facepalm:

ამ სტუდენტს , წყალდიდობაზე და მილანურ ვოიაჟზე დაუსვამს კითხვები...

 

თუ მოძებნით ვიდეოს დადეთ რა პლიზზ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროზე ყოფილა სიუჟეტი,მე ვერ ვნახავ და იქნებ თქვნ ნახოთ, ამ გამოსვლისას ქართველ სტუდენტს გაუშავებია სააკაშვილი , 3 კითხვა დაუსვა და ერთს თურმე საერთოდ არ უპასუხა, მერე უთქვია , რომ თურმე ხალხს ფულს უხდიან კითხვის დასმაში.. ამ სტუდენტს , წყალდიდობაზე და მილანურ ვოიაჟზე დაუსვამს კითხვები...

ვენაცვალე მაგას.

მაინც შემორჩა ნორმალური ადამიანები ირგვლივ.

ისე ეგ ფრაზა, ფულის აგდახდის შესახებ სულ წაღმა უკუღმა უნდა უტრიალონ ქართVელმა სტუდენტებმა.

იმის დასტურად თუ როგორი ტოლერანტული პრეზო გვაქვს, და რა დემორკატიაც ყვავის ქვეყანაშI...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

აი სტატია ვნახე , სიუჟეტი ვერა,,,,

http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=9144&Itemid=1

 

პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი სიგუამ პრეზიდენტს მწვავე კითხვა დაუსვა რესპონდენტის მხრიდან კი კითხვას უცენზურო პასუხი მოჰყვა,“- ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

 

„ბატონო პრეზიდენტო, მე საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ მაქვს შეკითხვა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სასამართლო პროცესების 99,7% ბრალდების სასარგებლოდ მთავრდება. რატომ არის ასე, რომ ყველა ვინც დაპატიმრებულია დამნაშავეა? გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები მამაკაცების ნახევარზე მეტს აპატიმრებენ და მხოლოდ ბიუჯეტში ფულის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ? მეორე შეკითხვა რუსეთის შესახებ მაქვს. გეთანხმებით, რომ საშინელება იყო რუსეთთან ომი, მაგრამ რატომ ხდება, რომ როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული თქვენ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარი დაუჭირეთ? და მესამე, 3 დღის წინ საქართველოში მოხდა სტიქიური უბედურება, დაიტბორა ქუჩები და 5 ადამიანი დაიღუპა, მართალია, რომ მეორე დღეს თქვენ სლოვენიაში საფეხბურთო მატჩს დაეწარით. მომდევნო დღეს კი მილანის მაღაზიაში ძვირფასი საათი იყიდეთ? - ეს კიტხვები პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი სირძემ დასვა.

 

პრეზიდენტმა კი მის შეკითხვებს ასეთი სიტყვებით უპასუხა:

 

„ბოლო შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. რაც შეეხება ჩვენს სასამართლო სისტემას ის ახლა ტრანსფორმაციას გადის და ძალიან საინტრერესო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სისტემის ნდობა საქართველოში 10% იყო, ახლა კი 70%-ია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახან შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სისტემა... ახლა არსებობს ხალხი, რომლებიც მთავრობაში აპირებს მოსვლას და შეკითხვების დასმისთვის ზოგიერთებს ფულს უხდის..“- განაცხადა სააკაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...