planetanews Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 /get_img?ImageId=7481"ლეიბორისტული პარტიის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი "საქართველოს რკინიგზის" 25 პროცენტის ლონდონის ბირჟაზე გატანას ხელისუფლების ბიზნეს-ინტერესებს უკავშირებს.შატბერაშვილის განცხადებით, ამ სტრატეგიული ობიექტის დაპატრონება პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას სურს:"ალასანია ამ დრომდე არაფორმალურად კურირებდა რკინიგზას. ამ აფიორის განხორციელებას აპირებენ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კამპანიის მეშვეობით, რაც საუკუნის დანაშაულის ტოლფასია".შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს. მისი თქმით, რუსეთის ინტერესები ამ ობიექტის მიმართ კარგახანია არსებობს. რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია. ასეთი დერეფანი კავკასიის არც ერთ ქვეყანას არ აქვს. რუსეთმა უკვე ჩაიგდო ხელში სომხეთის რკინიგზა და აკონტორლებს "საქართველოს რკინიგზის" აფხაზეთის მონაკვეთს.""ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თემურ ალასანია არაოფიციალურად ფოთის და ბათუმის პორტების და აეროპორტების ბიზნესპარტნიორია. მას ასევე ბიზნესინტერესები აქვს "კვარციტში" და "მადნეულში"."ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილს და თემურ ალასანიას აფრთხილებს:"როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ყველა სტრატეგიული ობიექტი და პირველ რიგში რკინიგზა ჩამოგერთმევათ. ამიტომ წყალში არავინ გადაყაროთ ფული",– აცახდებს შატბერაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts