planetanews Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/tavisufali-demokratebi.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერმა დავით ონოფრიშვილმა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში გამართა.პარტიის პერსსამსახურის ინფორმაციით, ის კონგრესმენებს თეოდორ დოიჩს ფლორიდას შტატიდან და დანა რორაბახერს კალიფორნიიდან შეხვდა.შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.“კონგრესმენების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების და კონტროლის პალატის არადემოკრატიულმა ქმედებებმა. საუბარი შეეხო “ქართული ოცნების” მხარდაჭერთა პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს”, -აცხადებენ პრესსამსახურში.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ონოფრიშვილის გამოსვლა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts