planetanews Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/qsani-300x212.jpg“სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის ინფომაციით, ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს.აღნიშნული ორგანიზაციები, ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ დასჯას და იქ მყოფი პატიმრის პეტრე ივანოვის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ.ორგანიზაციების წარმომადგენლების კოკა კვინიკაძის და ლადო მაჭარაშვილის თქმით, პატიმარი პეტრე ოვანოვი დაწესებულების ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობით, თებერვალში ხელკეტით გააუპატიურეს.მათი თქმით, ამის შესახებ ორგანიზაციამ “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წერილი მიიღო თავად პეტრე ოვანოვისგან. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წერილი ჟურნალისტებსაც გააცნეს.“დაწესებულების თანამშრომელები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას. შემოვლის დროს მე, პეტრე ივანოვს, მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში და მეც გავყევი. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა, ანუ ცემა, რაც აქ იშვიათი რამ არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვიტანთ, რადგან აქაურ თანამშრომლებთან კონფრონტაციისა და რაიმე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, აბსოლიტურად დაუცველად ვგრძნობთ თავს. მაგრამ ფაქტი, რომელიც ჩემს მიმართ ჩაიდინეს, არანაირი ადამიანური ღირსების საზღვარში არ თავსდება. კერძოდ, იქ მყოფმა პიროვნებებმა არადამიანური ცემის შემდეგ ე.წ. დუბინკით მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ, რომ თუკი ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ. შემდეგ ისევ მცემეს, რის შემდეგაც გავითიშე და რომ გამოვფხიზლდი გათენებული იყო. 16 დღე ვიმყოფებოდი აბსოლიტურ იზოლაციაში და უკიდურესად სასოწარკვეთილებაში”, – აღნიშნულია პეტრე ივანოვის წერილში.პეტრე ივანოვი წერილში ასახელებს დაწესებულების ხელმძღვანელობის გვარებს. მისი თქმით ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფანჯიკიძე და დიმა ჩხეიძე უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში.“ამის გახმაურება, რაც თქვენ გაცნობეთ, არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად”, – აღნიშნულია პეტრე ივანოვის წერილში.კვინიკაძისა და მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სახალხო დამცველს და პატიმარ პეტრე ივანოვთან ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრა მოსთხოვეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts