planetanews Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpg“ქართული ოცნების” 27 მაისის აქციას მერიის წარმომადგენელიც დაესწრება. მათი შესაბამისი თხოვნის საფუძველზე მერიამ უფლებამოსილ წარმომადგენლად მალხაზ კუნელაური დაასახელა. შეხვედრაზე, სადაც კუნელაური წარადგინეს, “ქართული ოცნების” 27 მაისის აქციის ორგანიზატორი, “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე, ზვიადი ძიძიგური, კოალიციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზაქარია ქუცნაშვილი და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელიც იმყოფებოდნენ.“შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა, აქციაში მონაწილების მიღების მსურველ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, დააყენეს შემდეგი საკითხები: თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობისთვის სათანადო დროის გამოყოფა (2012 წლის 27 მაისის 01.00 საათიდან) და შესაბამისი პირობების შექმნა (სამუშაოების წარმოებისათვის გზის გადაღობვა); ელექტროგახმოვანებისთვის ელექტროენერგიის წყაროებსა და რადიოფიცირების სისტემაზე დაშვების საკითხი; ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ამაღლებული სცენების და დაცული ადგილების შექმნა; სხვადასხვა ტექნიკური საკითხები”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.კოალიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს შეხვედრა თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, რათა 27 მაისს მანიფესტაციისა და შეკრების ჩატარებისას, ქუჩების დროებით გადაკეტვის გამო, მაქსიმალურად იქნას არიდებული ე.წ. საცობები, წინასწარ განისაზღვროს და მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშუტების შესახებ.“შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 1 მაისს, მერიას წარუდგინა გაფრთხილება და, ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით უფლებამოსილი წარმომადგენელის გამოყოფა მოსთხოვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts