Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრში თანამშრომელთა ტრენინგი დაიწყო


Recommended Posts

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა ტრენინგი დაიწყო.

სასწავლო კურსს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კონსულტანტები გადიან, რომლებიც შემდგომში საზოგადოებრივ მისაღებში მოქალაქეებს მოემსახურებიან.

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სასწავლო პროგრამა მომზადებას ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურების მაღალ ხარისხს ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი მისაღების დაარსებით მოქალაქეებთან ურთიერთობის სრულიად ახალი მიდგომები დანერგა, რომლის მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნებისმიერმა ვიზიტორმა მიიღოს სწრაფი და მაღალკვალიფიციური მომსახურება კომფორტულ გარემოში.

ტრენინგი ასევე პატიმრობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს მოიცავს.

აღნიშნული საკითხების ცოდნა საზოგადოებრივ კონსულტანტებს მნიშვნელოვნად დაეხმარება მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სერვისი შესთავაზონ.

პირველი საზოგადოებრივი მისაღები ხალხის სამსახურში გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან ამოქმედდა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...