planetanews Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/Cagareishvili-300x203.jpgსაპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პირობას დებს, რომ დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ტრაგედიაზე ხელისუფლება პასუხს აგებს.ამის შესახებ ცაგარეიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე ჩიჩხიტურის თხემზე განაცხადა.მისი თქმით, როგორც ჩანს ქართველი ხალხის ზურგს უკან ხელისუფლება ქართული მიწა წყლის და წმინდა ადგილების გაჩუქებითაა დაკავებული.„ჩვენ დავადგენთ თუ რას გამორჩა მიხეილ სააკაშვილი და მთავრობა ამ გარიგებით, მესაზღვრეები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, თუმცა ფორმალურია თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.მისი განცხადებით, ამ საკითხზე საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია მუშაობს, თუმცა კომისიის შემდგებნების ვინაობა ცნობილია არაა და ეს ყველაფერი საეჭვო ხასიათს ატარებს.„რეალურად ჩვენ ის ყველაფერი ვნახეთ, რაც ნინო კალანდაძემ აღნიშნა და ნიკოლოზ რურუუამ დაადასტურა. ეს არის ტრაგიკული რეალობა. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ენა არ მომიბრუნდება რომ ვთქვა ეს ტერიტორიები სამუდამოდ დავკარგეთთქიო, თუმცა ის რაც ვიხილეთ სამწუხარო რეალობაა“,-განაცხადა ფრაქციის წევრმა.საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობის“ წევრები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, ჩიჩხიტურის თხემზე იმყოფებიან. მათ რუსი მესაზღვრეებისთვის პალეოგრაფიუკლი და სამეცნოერო კვლევის შედეგები უნდა გადაეცათ, თუმცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უკვე მათ ბაზაზე დახვდათ გადასულები და დოკუმენტის გადაცემა ვერ მოახერხეს.რაც შეეხება უდაბნოს მონასტრეს, აქ უკვე ქართულმა მხარებ არ მისცა საშულება მიახლოვებოდნენ. მესაზღვრეებმა განაცხადებს რომ ბილიკი დაზიანებულია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts