Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/parlamenti1-300x225.jpgსაპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ თავმჯდომარემ დავით ლორთქიფანიძემ საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე ჩიჩხიტურის თხემზე განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრის 30% არ არის დადგენილი და ამის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ის ფაქტი რომ ჩიჩხიტურის ისტორიულ თხემზე, რომელიც დავით გარეჯის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია, დავა მიმდინარეობს- არის თუ არა საქართველოს ტერიტორა სირცხვილია.დღევანდელი დღის შემდეგ პარლამენტში დავაყენებ საკითხს რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ამ პრობლემაზე სასულიერო პირები და ისტორიკოეები  იმსჯელებენ.

„მსჯელობა იქნება იმაზე, რომ უმაღლეს დონეზე იქნას განხილული ეს საკითხი, როგორც გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე. ჯგუფის მუშაობის შედეგებს ჩვენ პრეზიდენტს და მთავრობას წარვუდგენთ“,- განმარტა ლორთქიფანიძემ.

საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობის“ წევრები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით ჩიჩხიტურის თხემზე  იმყოფებოდნენ. მათ რუსი მესაზღვრეებისთვის პალეოგრაფიუკლი და სამეცნოერო კვლევის შედეგები უნდა გადაეცათ, თუმცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უკვე მათ ბაზაზე დახვდათ გადასულები და დოკუმენტის გადაცემა ვერ მოახერხეს.

რაც შეეხება უდაბნოს მონასტრეს, აქ უკვე ქართულმა მხარემ არ მისცა საშულება მიახლოვებოდნენ ტერიტორიას.  მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბილიკი დაზიანებულია.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...