newstudio Posted May 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2012 ტერიტორიული საკითხები საბჭოთა პერიოდში არ იდგა, რადგანაც ეს მიწები მაშინ ერთიანი ქვეყნის (სსრკ-ს) საზღვრებში იყო მოქცეული. ამ სამონასტრო კომპლექსების დათვალიერება, საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის დაბრკოლების გარეშე იყო შესაძლებელი. უკანასკნელ ხანებშიც აქ დაუბრკოლებლად ხორციელდებოდა საფიქსაციო და კვლევითი სამუშაოები. ტერიტორიის ადგილ-მონაცვლეობისა თუ საზღვრის დემარკაციის საკითხებზე ამჟამად მუშაობს ორი სახელმწიფოს ერთობლივი კომისია. მისი მუშაობის რეჟიმისა და პერიოდულობისაგან დამოუკიდებლად, ამ ქართული ძეგლების მოლოცვა-მონახულება ტურისტებისა და მსურველთა მიერ კვლავ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. http://ick.ge/ka/rubrics/society/10926-2012-05-17-10-01-28.html პ.ს. ჩვენი ხელისუფლების მაიმუნობასთან გვაქვს საქმე 100% მგონია უკვე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2012 რას მაიმუნობენ ვერ გავიგე?ორი დღის წინ არ იყო წასული ქაფქიანა და არ გადაგვიშვესო....ეხლა ასე უცბად დაიხიეს უკან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2012 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ ის არ იცნობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებას, თუმცა უდაბნოს მონასტერში ვითარება უცვლელია.„ტურისტებსა და მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში ისევ არ უშვებენ. უფრო მეტიც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რომ გამოჩნდნენ პირველად, იმის შემდეგ ისინი აღარ ჩანდნენ და ქართველი მესაზღვრეები აღარ უშვებდნენ ტურისტებსა და მომლოცველებს. ახლა ისევ გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები", - განუცხადა წინამძღვარმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.შეგახსენებთ, რომ 6 მაისის შემდეგ, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერში ტურისტებსა და მომლოცველებს აღარ უშვებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2012 გარეჯში სტატუ კვო აღდგაო, ყველა მონასტერში შეუძლიათ ისევ, ნებისმიერს შესვლაოსააკაშვილს დაურეკავს ალიევისთვის აშშ-დან და უთქვამს "ერთი ამას დაელაპარაკე, სათქმელი აქვს შენთანო" და ობამასთვის გადაუცია ყურმილი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2012 ესეიგი როდის იტყუებოდა კალანდაძე და სრულიად ნაცმოძრაქობის აქტივი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.