Jump to content
Planeta.Ge

FBI-ი დავირუსებულ კომპიუტერებს ინტერნეტიდან 9 ივლისს გათიშავს


Recommended Posts

მთელს მსოფლიოში 300000-ზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა შეიძლება დაკარგოს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე, - ამის შესახებ ფედერალური გამოძიების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

 

 

9 ივლისს FBI-ი ხურავს ინტერნეტის დროებით მომსახურებას მთელს მსოფლიოში კომპიუტერის ვირუსებისგან შემოწმების მიზნით, რომელთა შემოწმება სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი.

 

გასული წლის ნოემბერში, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააპატიმრა ესტონეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ინტერნეტში თაღლითობისთვის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით DNS changer-ით ათასობით კომპიუტერის დავირუსებაში.

 

გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ჰაკერები ვირუსებს საკუთარ საიტებზე ინტერნეტმომხმარებლების გადამისამართებისთვის იყენებდნენ, რომლებზეც განთავსებული იყო რეკლამა. რეკლამების მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ისინი ფულს ღებულობდნენ და ამ გზით უკანონოდ მიითვისეს დაახლოებით14 მილიონი დოლარი.

 

როგორც FBI-ის წარმომადგენელი აცხადებს, ამის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 85000 კომპიუტერი დაზიანდა, მათ შორის, NASA-ს ოპერატიული სისტემა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შექმნა სპეციალური საიტი (www.dcwg.org), სადაც შეიძლება კომპიუტერის ვირუსებზე შემოწმება.

 

ჰაკერების ქსელის გამოვლენის შემდგომ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააქტიურა დროებითი რესურსი და „დაავადებული“ კომპიუტერები ინტერნეტიდან გაითიშება, რათა ინტერნეტმომხმარებელმა მოახდინოს მათი ვირუსებისგან გაწმენდა.

http://image.geotorrents.com/images/61199010741682957578.jpg

 

წყარო: ჯეონიუს.ჯი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...