CPUG Posted May 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2012 სოციალურმა ქსელმა Facebook-მა სპეციალური განყოფილება გახსნა, საიდანაც მომხმარებლებს შეეძლებათ ანტივირუსის ჩამოტვირთვა უფასოდ, 6 თვის ლიცენზიით, - ამის შესახებ განცხადება Facebook-ის ბლოგზე განთავსდა. სულ საიტზე ანტივირუსის ხუთი პროგრამა იქნება წარმოდგენილი - McAfee Internet Security, Microsoft Security Essentials (ორივე Windows-ის), Norton AntiVirus (ხელმისაწვდომია Windows-სა და Mac OS X-სთვის), Sophos Anti-Virus (Mac OS X-ის ვერსია) და Trend Micro Internet Security ( for Windows და Mac OS X). მომხმარებელს შეუძლია ერთ-ერთი პროგრამა ჩამოტვირთოს, რის შემდეგ დანარჩენი მისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. უფასო ანტივირუსით სარგებლობა შესაძლებელი გახდა Facebook-ის ხელმძღვანელობისა და ანტივირუსის მწარმოებელი კომპანიების თანამშრომლობის შედეგად. ასევე მიღწეულია შეთანხმება სოციალური ქსელების შემოწმების შესახებაც. Facebook-ი საფრთხის შემცველი ბმულის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს გააფრთხილებს. გარდა ამისა, კომპანიის სპეციალისტები ასევე გამოაქვეყნებენ უსაფრთხოების შესახებ საგანმანათლებლო მასალებს. http://image.geotorrents.com/images/38544684414206681558.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.