Jump to content
Planeta.Ge

Volkswagen-მა მფრინავი ავტომობილი წარადგინა


Recommended Posts

ავტომწარმოებელმა კომპანია Volkswagen-მა მფრინავი ავტომობილის კონცეფცია People's Car Projekt-ი შექმნა და პეკინში „ავტო-ჩინეთი 2012“-ზე წარადგინა.

VW-ის მარკეტინგის ჯგუფის დირექტორმა ლუკა დე მეომ თერთმეტი თვის წინ მომხარებელს კომპანიისთვის საკუთარი ხედვების შეთავაზება სთხოვა. VW-ის ვებ-გვერდზე ამ პერიოდის მანძილზე მფრინავი ავტომობილის შესახებ 119 ათასამდე იდეა განთავსდა.

ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი „კონცეპტ-კარი“ ორადგილიანია. მაგნიტების წყალობით იგი გზების ზედაპირზე დაფრინავს და გამვლელთა გაკვირვებულ მზერას იპყრობს. ავტომობილში ჩამონტაჟებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადამცემები, რომლებიც სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. მძღოლი ავტომობილს უჩვეულო ჯოისტიკით მართავს.

მფრინავი მანქანა ახლო მომავალში ჩინურ ბაზარზე გამოჩნდება, თუმცა კომპანიის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის მსოფლიო ბაზრის დაპყრობა.

 

 

http://www.youtube.com/watch?v=JWh2qT9yiTo

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...