lasha_alo Posted May 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2012 http://geonews.ge/category/8/politics/news/173486/paata-bidzina.html ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრის მთავარი თემა პარიზში დაგეგმილი კონცერტი იყო. ამის შესახებ "ჯეონიუსს" პაატა ბურჭულაძის პრესმდივანმა თეონა ჯორბენაძემ განუცხადა. "ბიძინა ივანიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ შეხვედრაზე 18 მაისს პარიზის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანას" ეგიდით დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს",-განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას თეონა ჯორბენაძემ. ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "ჯეონიუსთან" საუბარში დაადასტურა, რომ პარიზშში დაგეგმილი კონცერტის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა მისთვის ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი კონცერტს. "ჩემთვის არაფერია ცნობილი, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარიზში კონცერტზე დასწრებას, მას თავად ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს",-განაცხადა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმოამდგენელმა "ჯეონიუსთან" საუბარში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენი და მომღერალი ერთმანეთს პირისპირ, საქართველოში ხვდებიან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თეო ჯორბენაძის თქმით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს. ცოტა ხნის წინ ივანიშვილი და ბურჭულაძე ერთად იმყოფებოდნენ სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე. მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორივე საკურთხეველში მიიწვია და პირადად ესაუბრა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია "ქართულ ოცნებაში" პაატა ბურჭულძის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, თუმცა, მოგვიანებით ეს ხმები თავად პაატა ბურჭულაძემ უარყო. ცნობისათვის, პარიზის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა", 18 მაისს, გეგმავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს და ასევე წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს. კონცერტში მონაწილეობენ პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნანა ქავთარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ გვერდწითელი, მარიამ როინიშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი, ანსამბლი "შვიდკაცა" და სხვები. პროგრამაშია ქართული საგალობლებიც საპატრიარქოს გუნდის, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2012 პარიზშში დაგეგმილი კონცერტის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა მისთვის ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი კონცერტს. რა პრობლემაა: მიშა ვერ გაქანდება პარიზში და ვერ დაესწრება კონცერტს? ნურას უკაცრავად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2012 რა პრობლემაა: მიშა ვერ გაქანდება პარიზში და ვერ დაესწრება კონცერტს? ნურას უკაცრავად. +++++++++ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.