Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება გარეჯში სასაზღვრო რეჟიმის ცვლილებას უარყოფს


Recommended Posts

6 მაისის შემდეგ, დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს. დავით გარეჯში მოღვაწე მამებმა მომხდარის შესახებ საპატრიარქოს შეატყობინეს, საპატრიარქომ კი - საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში. მამების ცნობით, მონასტერი უდაბნო დავით გარეჯის მონასტრის მომიჯნავეა და უფრო მაღლა მდებარეობს. იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, მონასტრის ბერების გარდა, უკვე არავის აღარ უშვებენ, მათ შორის - მომლოცველებს. ქართველი მესაზღვრეები ტერიტორიის მხოლოდ პატრულირებას ახდენენ და გარეჯის ლავრასთან ახლოს დგანან, სასაზღვრო ზოლთან პერიოდულად მიდიან და უკან ბრუნდებიან. მღვდელმონაზონის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა და მონასტერი უდაბნო ალბანური კულტურის ძეგლია.

 

„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ინტერესებსა და პოლიტიკას ახორციელებენ. ჩვენ რას ვშვრებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენსას და არ ვდგავართ პრინციპულ პოზიციაზე?! ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უწმინდესი ადგილი, ისტორიული მიწა - წყალი, სადაც 6 ათასი გარეჯელი ბერი მოისრა", - დასძინა დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა. News.ge დავით გარეჯის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ყურადღების ცენტრში მოექცა აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მისი თქმით, დელიმიტაციის სამუშაო პროცესი არ დასრულებულა და არ გადაწყვეტილა თუ ვისი საკუთრებაა ეს ადგილი. მამა ილარიონი აღნიშნავს, რომ 6 მაისის შემდეგ დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. იქ აღარ უშვენებ მომლოცველებსა და ტურისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბერ-მონაზვნებს გადაადგილება არ ეზღუდებათ, დავით გარეჯის წინამძღვარი ამბობს, რომ მათი მთავარი პრობლემა მომლოცველების არშეშვებაა. News.ge-ს შეკითხვას ხვდებიან თუ არა ისი პირადად გადაადგილებისას დაბრკოლებას აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან, მამა ილარიონმა ასე უპასუხა: „ჩვენი პრობლემა არის სწორედ ის, რომ ქართველ მომლოცველებსა და ტურისტებს აღარ უშვებენ”.

 

6 მაისის შემდეგ შეცვლილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს საზღვრებში არ არის. ის აზერბაიჯანის ტერიტორიაა. მისივე თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი.

 

„ორივე მხარის ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა და დელიმიტაციის საკითხები გადაიჭრას. თუმცა, ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც საუბარი ახლა მიდის, სადავო არ არის და ის აზერბაიჯანის საკუთრებაა“,- ამბობს ნინო კალანდაძე. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა კახა აბდალაძემ. მისი განცხადებით, დელიმიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ყველანაირი განცხადება მოლაპარაკებების დროს შექმნილ კრიზისზე უსაფუძვლოა.

 

News.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ადმინისტრაციისა და საზოგადოებასთან ურთუერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ არც ქართულ და არც აზერბაიჯანულ მხარეს საზღვრის კონტროლი არ გაუძლიერებია. ტერიტორია, რომელზეც ახლაა საუბარი, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარია. მოქალაქეებს კი, რომლებსაც სურთ მოილოცონ, ან მოინახულონ ეს ადგილები, სპეციალური პროცედურების გავლა უწევთ, ისევე როგორც ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთისას.

 

დავით გარეჯში გუშინ იმყოფებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებიც. მათი თქმით, ვითარება დავით გარეჯში მნიშვნელოვნად შეიცვალა 6 მაისის შემდეგ. კოალიციის ლიდერებმა მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად, პირადად სცადეს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა. მათ ადგილზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დახვდნენ და მომლოცველებს გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. „ქართული ოცნება“ ხელისუფელბას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. წყარო: ნიუს.ჯი

post-8645-0-65488000-1337003958.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.iveroni.com.ge/aqtualuri-themebi/9530-marika-lorthqifanidze-qdavith-garejis-teritoria-yovelthvis-saqarthvelos-natsili-iyoq.html?lang=ka-GE

 

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის განცხადებით, ისტორიულად, დავით გარეჯის ტერიტორია ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. როგორც "ივერონთან" საუბრისას მარიკა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ასევე ქართული ძეგლებია ის ეკლესია მონასტრები, რომლებიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შედის.

 

"ეს ტერიტორია მეოთხე საუკუნიდან შემოვიდა საქართველოს შემადგენლობაში. მეექვსე საუკუნეში აქ აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, გაათავისუფლა გადასახადებისგან და ყველანაირად ხელს უწყობდა. შემდეგ ის რამდენჯერმე დაარბიეს, თუმცა სამონასტრო კომპლექსი მაინც განაგრძობდა არსებობას. სამონასტრო კომპლექსი და ეს ტერიტორია ისტორიულად საქართველოს ტერიტორია იყო და ის აუცილებლად საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...