Jump to content
Planeta.Ge

თბილისში წყალი არ დაბინძურებულა


Recommended Posts

თბილისის წყალმომარაგების კომპანია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, სტიქიის შედეგად, თბილისის სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ.

 

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წუხანდელი წყალდიდობის შემდეგ, თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილ მდგომარეობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია თბილისის სასმელი წყლის ხარისხზე. თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.

 

კომპანიის განმარტებით, წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა და ნიაღვრებმა მდინარე არაგვის შენაერთების ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემები შეუქმნა GWP-ს არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას.

 

,,ამის გამო, თბილისის გარკვეული უბნების წყალმომარაგებაში შეზღუდვებია დაწესებული. ამჟამად, წყლის მიწოდება შეზღუდულია ვაკე-საბურთალოს რაიონში, მთაწმინდის, სოლოლაკის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში."- ნათქვამია განცხადებაში.

 

თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად კომპანია GWP სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. წყარო: ნიუს.ჯი

post-8645-0-95153800-1336970642.jpg

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ რა სისტემაა, რომელსაც წყალდიდობის შემდეგ ფუნქციონირებაში შეზღუდვები ეწყება?

აეროპორტის სახურავის სისტემა ხომ არაა? :032:

 

თუმცა ეს საფორუმო თემა არაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...