Jump to content
Planeta.Ge

2,16 მილიონ ევროდ გაყიდულმა ”ლეიკამ” მსოფლიო რეკორდი დაამყარა


Recommended Posts

1923 წელს წარმოებული გერმანული კომპანია ”ლეიკას” (Leica) ფოტოაპარატი ვენის აუქციონზე 2,16 მილიონ ევროდ გაიყიდა და იქვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფოტოკამერის სტატუსიც მოიპოვა.

 

აუქციონის სახლის WestLicht-ის მონაცემებით, ლოტის ჯამურმა თანხამ შვიდჯერ გადააჭარბა პირვანდელ შეფასებებს, რომლის თანახმადაც ლეგენდად ქცეული ფოტოაპარატი დაახლოებით 300 ათას ევროდ უნდა გაყიდულიყო. ვარიტეტული ფოტოკამერის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარაჩენა ამჯობინა.

 

გამოცემა Kleine Zeitung-ის ცნობით, გაყიდული აპარატი იმ 25 საცდელ ნიმუშთაგანი იყო, რომლებიც კომპანია ”ლეიკამ” ამავე ფოტოაპარატების სერიულ წარმოებაში გაშვებამდე. ორი წლით ადრე - 1923 წელს შექმნა.

 

დღესდღეობით მსოფლიოში 12 ასეთი ფოტოაპარატია დარჩენილი, რომლებზეც კოლექციონერებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

 

ავსტრიული გაზეთის მონაცემებით, ვენის აუქციონზე ფოტოკამერაში გადახდილ აქამომდელ რეკორდულ თანხას 2011 წლის აუქციონთან მივყავართ. მაშინ ანალოგიური კამერა დაახლოებით 20-წუთიანი ვაჭრობის შედეგად უცნობმა აზიელმა კოლექციონერმა შეიძინა 1,3 მილიონ ევროდ.

 

1849 წელს დაარსებული გერმანული კომპანია დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავეა ფოტოაპარატების, ოპტიკური სამიზნეებისა თუ მიკრისკოპების წარმოებაში.

 

 

 

 

 

 

http://image.geotorrents.com/images/85581784495145987609.jpg

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...