CPUG Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) თბილისში წუხანდელმა წყალდიდობამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამი ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება, თუმცა მათი სამძებრო სამუშაოები გრძელდება და ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს. უკანასკნელი ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი 84 წლის ქალბატონია და იგი მარტო ცხოვრობდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი გორგასლის ჩიხში დაიღუპა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ერთ-ერთი 6 თვის. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კოლექტორის დაზიანების გამო წყალი ხევს ასცდა, ქუჩაზე გადმოვიდა და სახლები დატბორა. სწორედ ამან გამოიწვია გორგასლის ჩიხში ადამიანთა მსხვერპლი. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ბრიგადები ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. განსაკუთრებით დაზარალდა თბილისში კრწანისის რაიონი, ორთაჭალა და მისი მიმდებარე ტერიტორია. დაიტბორა ქუჩები და მოედნები. გულუას მოედანზე გზა ამ დრომდე გადაკეტილი რჩება, რადგან წყალდიდობამ სავალ ნაწილზე შლამი და ქვა-ღორღი ჩამოიტანა. Edited May 13, 2012 by ნიკუშა_ნ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.