lasha_alo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 http://ghn.ge/news-66232.html თარგამაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიდგომა ბანკ "ქართუს" მიმართ ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიერ ანგარიშით წარდგენისას განაცხადა, ის დამოკიდებულება, რომელიც ერთი კონკრეტული ბანკის მიმათ სახელმწიფო სტრუქტურებმა და მათ შორის ეროვნულმა ბანკმა გამოავლინეს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი თქმით, ნაკლებად აინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტია დგას "ქართუს" უკან, რადგან მთავარია ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობა და საფინანსო სისტემის მდგრადობა. "ხელისუფლების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ძველი ბანკირია თუ ახალი, არის უსუსური თავის მართლების მცდელობა", - განაცხადა დეპუტატმა და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, არ მოექცეს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთლიანობაში საფინანსო სექტორს დააზარალებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წუხილი გამოთქვა, რომ ნოდარ ჯავახიშვილი თანამედროვე საბანკო სისტემას ძალიან დაშორდა. ქადაგიძემ ჯავახიშვილს მისი უნარების უკეთ რეალიზებისთვის, პოლიტიკაში გადასვლა ურჩია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.