lasha_alo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 http://www.media.ge/stories/ratom_ar_rtaven_sakabeloერთერთმა მსხვილმა საკაბელო კომპანია „სუპერ ტვ“-მ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჩართვაზე უარი ოფიციალურად თქვა. მიზეზად კი - არხების ჩართვის შეღუდული რაოდენობა დაასახელა. როგორც „სუპერ ტვ“-ს იურისტმა სოფიო ნემსაძემ media.ge-ს 10 მაისს განუცხადა, კომპანიას მხოლოდ 68 არხის რეტრანსლირების საშუალება აქვს. „არხების გაზრდის ტექნიკური შესაძლებლობა არ გვაქვს, კაბელი არ გვაძლევს საშუალებას. იმისთვის რომ „მეცხრე არხი“ ჩავსვათ, ერთერთი უცხოური არხი უნდა გავთიშოთ. ეს კი შეუძლებელია, რადგან ყველა არხთან ხელშეკრულება გვაკავშირებს და მისი გაწყვეტის სურვილი არ გვაქვს“, - აღნიშნა სოფიო ნემსაძემ. „სუპერ ტვ“-მ ამგვარად დასაბუთებული უარი „მეცხრე არხსაც“ გაუგზავნა. ტელეკომპანიის დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად არხმა პროვაიდერს დახმარებაც შესთავაზა. „ეს შეთავაზება არ მიიღეს. „სუპერ ტვ“ თვლის, რომ ინდური, ან პოკერის არხი უფრო საინტერესოა მათი აბონენტებისთვის, ვიდრე „მეცხრე არხი“, - აღნიშნა კახა ბექაურმა Media.Ge-სთან საუბრისას. ტექნიკური პრობლემების გამო ამ ეტაპზე „მეცხრე არხის“ ჩართვაზე უარს ამბობს კიდევ ერთი საკაბელო კომპანია - „ჯი-ენ-ენი“. კომპანიის დირექტორის, მირიან კიკნაძის თქმით, მის კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც სხვა რამდენიმე არხის გამორთვაც მოუწიათ. „გადაიარაღება მიმდინარეობს, სხვა რაიმე გაუგებრობა „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით არ არსებობს“, - უთხრა media.ge-ს კიკნაძემ. „მეცხრე არხს“ არ რთავს ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერი „სილქნეტიც“. როგორც კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი თეონა წერეთელი აცხადებს, მისთვის უცნობია საერთოდ რა გადაწყვეტილება მიიღო „სილქნეტის“ ხელმძღვანელობამ. „პრესსამსახურში არ ვფლობთ ინფორმაციას, საერთოდ ვრთავთ თუ არა „მეცხრე არხს“, როგორც კი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებას, ჩვენ გავავრცელებთ“, - განუცხადა Media.Ge-ს თეონა წერეთელმა. კახა ბექაურის თქმით, „მეცხრე არხის“ ტრანსლირებაზე თავდაპირველად დადებითი პასუხი მიიღო „მაგთისატისგან“, თუმცა, შემდეგ არხი აღარ ჩართო. „ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ დაირღვა შეთანხმება. თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ“, - დასძინა კახა ბექაურმა. „მაგთისატიდან“ განმარტების მიღება ვერც Media.ge-მ მოახერხა. „მეცხრე არხის“ ჩართვაზე უარი არ უთქვამს საკაბელო კომპანია „დიდგორი - 2“-ს, რომელიც დიდ დიღომში მაუწყებლობს. „დიდგორი - 2“-ის დირექტორის კახა ნადირაძის განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ „მეცხრე არხის“ ყურება „დიდგორი - 2“-ის აბონენტებსაც შეეძელებათ. „მეცხრე არხი“ საკაბელო კომპანიებიდან ჩართული აქვს მხოლოდ „გლობალ ტვ“-ს. მისი ყურება აგრეთვე შესაძლებელია სატელიტური თეფშითა და ტელეკომპანიის ვებ გვერდზე - tv9.ge. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 თავისი არხის ჩართვა ვერ მოახერხა ვერსად, და ეგ "არჩევნების " მომგებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.