lasha_alo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) 5 დაღუპულიდანგრეული სახლები თბილისში ძლიერ წყალდიდობას წუხელ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია – 5 წლის და 6 თვის. გარდაცვლილია ასევე ორი ქალბატონი და ერთი მოხუცი მამაკაცი.მსხვერპლი ორთაჭალაში მტკვრის ადიდებამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილი ღვარცოფის გამო მდინარე მტკვარი ნაპირებიდან გადმოვიდა. მდინარემ გაიტაცა რამდენიმე ავტომანქანა, რომლებსაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ. უბედური შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.დატბორილია შენობა-ნაგებობების სარდაფები, ასევე პირველი სართულები. სახიფათო ზონიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილებაც. გზის გაწმენდით სამუშაოებს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები უკვე ატარებენ. Edited May 13, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) ალბათ იქ რაღაც ხელოვნური სირობა რომ აქვთ გაკეთებული, წყალსატევს რომ ეძახიან, იმის გასასვლელი წყლის ტრუბა გასკდა, ან წვრილი ტრუბა იყო, ესენი ხომ ყველაფერს იაფფასიანს და ეკონომიურს აკეთებენ, აბა რაღა მაინცდამაინც მანდ მოხდა ეს ყველაფერი. მსხვერპლი ორთაჭალაში მტკვრის ადიდებამ გამოიწვია.სიაფანდი. მტკვრის ადიდებამ კი არა, იმ სირობამ გამოიწვია Edited May 13, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 მართალი ხარ კარედო, რაღაცა ხელოვნური წყალსაცავები აქვთ და რაღაცა დაემართა და წვიმასთან ერთად ესაც წამოვიდა და აი შედეგიც. ისე წეღან გავხსენი მე თემა ამაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 არც იცით რა წყალსაცავი რა ტრუბა როგორ რატომ და უკვე ამტკიცებთ რომ რაღაცა გასკდა რაც ზუსტად არიცით რაარის და სადაა და მაგან მოკლა ხალხი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 და შენ რა იცი რო არ გასკდა? მაგას კი არ გამოაცხადებენ ტელევიზორში და კარედომ როგორც დაწერა ზუსტად ეგრეა ! ვერ ხედავდი უგულავას ფერი არ ქონდა სახეზე ისეთი შეშინებული იყო მაგ წყალსაცავების გამო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) ნიკუშა_ნგაანებე თავი, მაგის მოვალეობაა ეგაა გიგი უნდა დაიცვას. აი მისი ახლობელი რომ შეეწირება გიგის ან მიშას ხუშტურს და პიარს, ეგ ალბათ მაინც გიგის და მიშას გაამართლებს, ახლობელის დედაც მოვდღან, მთავარია პარტია და ბელადი.პ.ს. ეხლა არა, და კიდე რაიმე დაიწერება ალბათ, და მერე უბრალოდ დავიგინები, რომ უგულავა იტყუება და მტკვრის ადიდების გამო კი არა, იმ წყალსატევის გამო, და კიდე იმის გამო რომ ღლეზე კიდიათ სანიაღვრეები (იმიტომ რომ საპიაროდ არ გამოდგება, არ ჩანს ისინი, ასფალტი კი ჩანს) მოხდა ეგ უბედურება, და ვისაც მართალი გონია თავი, ნუ ეწყინება, ის ხომ მართალია და არ შეეწერება Edited May 13, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) მე სადმე ვამტკიცებ რომ ის ტბის წყალი არ წამოსულა თქო? უბრალოდ ესე ზერელედ და ჰაერზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება არ არის სწორი... პ.ს. და თუ საიდუმლო არაა საიდან დაასკვენი რომ უგალავას სახეზე ფერი არ ედო მაგ წყალსაცავების გამო? სახის ფერის ტონალობით ხვდები რა მიზეზზე ღელავს კაცი? Edited May 13, 2012 by fashisti Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 მე სადმე ვამტკიცებ რომ ის ტბის წყალი არ წამოსულა თქო? უბრალოდ ესე ზერელედ და ჰაერზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება არ არის სწორი...დასკნას იმას ვაკეთებთ, რომ უგულავა იტყუილება, მტკვრის ადიდებამ გამოიწვიაო. იცი რამდენი მეტრით უნდა აიწიოს მტკვრის დონემ, რომ წყალმა გულიას ქუჩაზე ეგეთი რამეები დაატრიალოს? მაგ ღლემ არ იცის ეტყობა, და დააბრეხვა მამალი ტყუილი. ყველა თვითმხილველი კი ამბობს, რომ იქიდან დაიწყო ყველაფერი. ვინც იქ იყო, სპეციალისტებიც მაგას ამბობენ. ძალით დატბორაო ვინმემ, იმას კი არავინ ამბობს. მაგრამ რას იტყუებიან, რა მტკვარის ადიდება, შიგ ხო არა აქვს უგულავას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) არვიცი რა მტკვრის ადიდება მაგრამ რაღაც წყალსაცავი თუ ჩამოინგრა და ჩამოიშალა დაწრმუნებული ვარ ჟურნალისტები მოახერხებენ ამ ყველაფრის გადაღებას ისე ამ ვიდეოდან გამომდინარე რაღაც არ ეტყობა მაგ წყალსაცავს რომ დაცლილი იყოს და გარღვეული http://www.youtube.com/watch?v=zK7gcfxyPbg&feature=relmfu Edited May 13, 2012 by fashisti Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 ყველა იძახის და ჰაერძე მე არაფერს არ ვიძახი ფაშისტ! ბევრის აზრი მოვისმინე და მაქედან გამომდინარე მეც ჩემი აზრი მაქ ამის შესახებ და აგერ კარედოც დამეთანხმება, მტკვირს გადმოსვლა ეგეთი ადვილი არ არის, საკმაოდ უნდა აიწიოს დონემ რო გადმოვიდეს და გუშინ ისეთი ძაანაც სასწაული წვიმა არ ყოფილა რო ეგეთი რაღაცა მომხდარიყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) არვიცი რა მტკვრის ადიდება მაგრამ რაღაც წყალსაცავი თუ ჩამოინგრა და ჩამოიშალა წყალსაცავი რომ ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს, იცი რეები მოხდებოდა? აქ საუბარი იმაზეა, რომ ჯერ ერთი, უგულავა ნაგლად ტყუილს ამბობს, და მტკვარის ადიდების ბრალიაო. და მეორეც, მაგ (და ყველა) წყალსაცავებს აქვს წყლის გასასვლელი მილები, და ის მილები არ იყო წესრიგში, ვერ გაატარა იმდენი, რამდენიც ამ წვიმის გამო დაჭირდა, და ამან მოახდინა ეს ამბები. იმის მაგივრად, რომ გამოცვალონ ის მილები, დაასუფთაონ, უფრო მსხვილი მილები ჩადონ, ესენი პიარს არიან გადასულები, და როცა 5 ადამიანი მოკვდა, მტკვარს დააბრალეს. და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ახალგაზრდა კაცი ხარ. იმის მაგივრად, რომ პროტესტის გრძნობა გქონდეს, აი დაჟე ტყუილადაც კი, და მითუმეტეს როცა ასეთი რამე ხდება, ნაცვლად ამისა, მთავრობას იცავ. ნებისმიერ დროს, როდესაც სტიქიური უბედურებისას ადამიანები კვდებიან, ყველა შემთხვევაში მთავრობაა პასუხისმგებელი (ახლა თუ შიშისგან გული გაუსკდა, მაშინ არა). ანუ, აი მართლაც მტკვარი რომ ადიდებულიყო და იმას გამოეწვია ამ 5 ადამიანის სიკვდილი, მაინც მთავრობის ბრალია, ყოველშემთხვევაში, ახალგაზრდა კაცმა აუცილებლად უნდა გააპროტესტო, ან, სულ ცოტა, არ დაიცვა მაინც მთავრობა Edited May 13, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 რაც ცუდი ხდება იმის მიმართ მიჩნდება პროტესტის გრძნობა მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაზე რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი მთავრობის ბრალია (სტიქიური უბედურებებიდან დაწყებული ყველაფერი დანარჩენით დამთავრებული) ნებისმიერ დროს, როდესაც სტიქიური უბედურებისას ადამიანები კვდებიან, ყველა შემთხვევაში მთავრობაა პასუხისმგებელი (ახლა თუ შიშისგან გული გაუსკდა, მაშინ არა). ანუ, აი მართლაც მტკვარი რომ ადიდებულიყო და იმას გამოეწვია ამ 5 ადამიანის სიკვდილი, მაინც მთავრობის ბრალია, ყოველშემთხვევაში, ახალგაზრდა კაცმა აუცილებლად უნდა გააპროტესტო, ან, სულ ცოტა, არ დაიცვა მაინც მთავრობადარწმუნებული ვარ შენთვის სასურველი კანდიდატურა რომ ყოფილიყო მთავრობაში მაშინ უკვე აღარ იფიქრებდი რომ ყველა სტიქიურ უბედურებაზე მთავრობაა პასუხისმგებელი... კოლექტორებს რაც შეეხება სავსებით შესაძლებელია რომ არ ყოფილიყო გაწმენდილი და შესაბამისად მოვარდნილი წყალი ვერ გაეტარებინა თუმცა ისაცაა შესაძლებელი რომ მოვარდნილ წყალს დიდი რაოდენობით ნაგავი მოეტანა თან და მაგას გაეჭედა კოლექტორები... დაზუსტებით არ ვიცი რა იყო და როგორ ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ხო და წვიმას რაც შეეხება მე პირადად არ მინახავს ჩემ უბანში ამხელა წყლის ნაკადი ნახევარი პლატო ჩაიტანა ვაჟაფშაველაზე იმხელა წყალი მოდიოდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 (edited) ხო და წვიმას რაც შეეხება მე პირადად არ მინახავს ჩემ უბანში ამხელა წყლის ნაკადი ნახევარი პლატო ჩაიტანა ვაჟაფშაველაზე იმხელა წყალი მოდიოდა...იმიტომ რომ სანიაღვრეები არის გაჭედილი. გიყურებია, როგორ აგებდნენ გზებს? სულ ეკიდათ სანიაღვრეები. ზოგიერთები დაჯე ამოავსეს, სილამაზის გამო დარწმუნებული ვარ შენთვის სასურველი კანდიდატურა რომ ყოფილიყო მთავრობაშიჩემთვის სასრუველი კანდიდატურა ვერასოდეს ვერ იქნება მთავრობაში, რადგან ჩემი პრინციპია: მთავრობა იმისათვის არსებობს, რომ აგინო და ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვო, ვიდრე აკეთებს. აი, მე რომ ახლა მაჩუქონ 1 მილიონი, მაინც შევაგინებ, რომ მეტი არ მომცა. კარგი მთავრობა არ არსებობს, არსებობს ცუდი, უარესი, ძალიან ცუდი, ჩათლახი, დედამოდღნული, ახვარი, მოღალატე, გამყიდველი, და ა.შ. მთავრობა. ასე რომ, ვერ იხილავთ ვერასოდეს ჩემგან მთავრობის ქებას, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც მე ვიქნები მთავრობა Edited May 13, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 ძაან ცუდი ამბავია..კი მაგრამ იმ წყალსაცავის, თუ რაღაც ჯანდაბის გადაღება არ ხერხდება?, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted May 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2012 იმიტომ რომ სანიაღვრეები არის გაჭედილი. გიყურებია, როგორ აგებდნენ გზებს? სულ ეკიდათ სანიაღვრეები. ზოგიერთები დაჯე ამოავსეს, სილამაზის გამო ჩემთვის სასრუველი კანდიდატურა ვერასოდეს ვერ იქნება მთავრობაში, რადგან ჩემი პრინციპია: მთავრობა იმისათვის არსებობს, რომ აგინო და ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვო, ვიდრე აკეთებს. აი, მე რომ ახლა მაჩუქონ 1 მილიონი, მაინც შევაგინებ, რომ მეტი არ მომცა. კარგი მთავრობა არ არსებობს, არსებობს ცუდი, უარესი, ძალიან ცუდი, ჩათლახი, დედამოდღნული, ახვარი, მოღალატე, გამყიდველი, და ა.შ. მთავრობა. ასე რომ, ვერ იხილავთ ვერასოდეს ჩემგან მთავრობის ქებას, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც მე ვიქნები მთავრობა კარედო აი იმენა რასაც ქვია ,,კრისტალს'' ლაპარაკობ..ხო მიმიხვდი რაც ვიგულისხმე კრისტალში ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.