Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძე ფეხბურთიდან მიდის...


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას,

 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან უნდა განვაცხადო 18–წლიანი კარიერის შემდეგ პროფეისონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.

მადლობა მინდა გადავუხადო ,,მილანის,, და ,,ჯენოას,, კლუბებს და მმართველებს, რომლებმაც მიმიღეს იტალიაში, ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემს მეგობრებსა და ჩვენს უამრავ მოწინააღმდეგეს, რომლებთანაც მოგვიწია დაპირისპირებამ, რომელიც განმსჭვალული იყო მეგობრული შეჯიბრის სულით. ასევე ჟურნალისტებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს.

 

უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისათვის მოედანზე.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება აქ, იტალიაში გატარებული დროის შესახებ საოცარი და ბრწყინვალე მოგონებები.

გადავწყვიტე წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა , დროა ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისათვის ვიბრძოლო, საქართველოს შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი, გარდა ტრაგიკული მოვლენებისა.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი გულია; ქვეყანა, სადაც მინდა რომ ჩემი შვილები თავისუფლად გაიზარდონ და იცხოვრონ საქართველოს სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში.

 

 

–––

 

მადლობთ კახა...

 

http://sportall.ambebi.ge/images/new_photo/QARTULI/SOCCER/Nakrebi/kakha-kaladze-0032322.jpg

 

(წყარო, ფბ გვერდი)

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური პრესის ლიდერი, მადლობას უხდის ლეგენდარულ ფეხბურთელებს, რომლებმაც გადაწყვიტეს კარიერის დამთავრება...მათ შორის საამაყოა, რომ კახა კალაძესაც...

 

http://s019.radikal.ru/i618/1205/b5/5a5e6738c1aa.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმატებები უნდა ვუსურვოთ.

ზოგიერთს ალბათ არ ესმით რას მიაღწია ამ კაცმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმატებები უნდა ვუსურვოთ.

ზოგიერთს ალბათ არ ესმით რას მიაღწია ამ კაცმა

ფეხბურთში კი ბევრს მიაღწია, მაგრამ სადაც აპირებს წასვლას იქ სულ აგვაშენებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგ კაცზეა ნათქვამი. ძმის ხარჯზე მაგარი კარიერა გაიკეთა. მილანში ფაქტიურად შევამ წაიყვანა და მერე კი როგორც "უბედური ქართველი კაცი, რომელსაც ძმა გასტაცეს და შემდეგ მოუკლეს", ინახავდნენ რა. პახოდუ მამამისი ტოტალიზატორებში კაი ფულს შოულობდა, მილანის კარში მეტ კუთხურზე :) აგდებდა და აგდებდა კუთხურებზე ყველა ბურთს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგ კაცზეა ნათქვამი. ძმის ხარჯზე მაგარი კარიერა გაიკეთა. მილანში ფაქტიურად შევამ წაიყვანა და მერე კი როგორც "უბედური ქართველი კაცი, რომელსაც ძმა გასტაცეს და შემდეგ მოუკლეს", ინახავდნენ რა. პახოდუ მამამისი ტოტალიზატორებში კაი ფულს შოულობდა, მილანის კარში მეტ კუთხურზე :) აგდებდა და აგდებდა კუთხურებზე ყველა ბურთს :)

ეეეეე.... :timeout:

ბურჯანაძე ყოფილა ადრე ფეხბურთელი. იმაზე რას იტყვი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურჯანაძე ყოფილა ადრე ფეხბურთელი. იმაზე რას იტყვი?

რავი მაგის დედაც მოვდღან, და მაგის მამისაც :) კმაყოფილი ხარ? მარა ივანიშვილს მაინც ჯობია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)) :)) :)) დონ წადი რა ნახე ვიდეო რო დავდე გვედზე თემაში,

მიშას წამლებს რო არ ასმევენ .. :)

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეხბურთში კი ბევრს მიაღწია, მაგრამ სადაც აპირებს წასვლას იქ სულ აგვაშენებს

 

ვარძელაშვილზე კარგი მინისტრი იქნება-დარწმუნებული ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი ბევრს მიაღწია მაგრამ ის 2 გოლი საქართველოს კარში ზედმეტი იყო ( არავის დაავიწყდება ეგ მომენტი) :grr: :brr: :brr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგა გრიგოლიას ბაძავს ოღონდ იმ განსხვავებით რომ გრიგოლია მართლა მაგარი ჟურნალისტი იყო და კალაძე მაგარი არა მაგრამ ნორმალური ფეხბურთელია რა...

 

 

პ.ს. ისე გრიგოლია ახლა მემგონი უკვე ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრიგოლია მართლა მაგარი ჟურნალისტი იყო და კალაძე მაგარი არა მაგრამ ნორმალური ფეხბურთელია

პირიქით. გრიგოლიას ჟურნალისტობა საქართველოს გარეთ არავინ არ იცის. კალაძე საფეხბურთო სამყაროში ცნობილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე არ ვამბობ ვინ უფრო ცნობილია... თავის საქმეში გრიგოლია უფრო მაგარი ჟურნალისტია ვიდრე კალაძე ფეხბურთში ფეხბურთელია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდა შვილო... დაეტიე რა... რა ჩემი კვერცხის პოლიტიკოსი ხარ? რად გინდა. რატომ იბანძებ თავს.

მესმის დაბოღმილი ხარ, გადაგაგდეს, გაგწეწეს... კი ბატონო, გასაგებია.

მაგრამ შენი ბრალია შენი. შენ არ დარბოდი მიხაკოსთან ერთად ნაძვის ხის მოსართავად?

ხოდა მოგეზღვა.

შეირგე და იცხოვრე არხეინად რა...

მაგრამ არაა

ჭია ღრღნის ჭია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...