Jump to content
Planeta.Ge

მეცნიერებმა თვითმწმენდი მინა შექმნეს


Recommended Posts

უახლოეს მომავალში შესაძლოა ადამიანმა მინის წმენდის დამღლელ საქმიანობას თავი აარიდოს. მინა თავად იზრუნებს საკუთარ სისუფთავეზე.

 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა წყალგაუმტარი და თვითწმენდის უნარის მქონე მინა შექმნეს. უნიკალური თვისების მინა სპეციალური ნივთიერების თხელი ფენის წასმით მიიღება. შედეგად, მინის ზედაპირზე თვალისთვის შეუმჩნეველი, მიკროსკოპული კონუსები წარმოიქმნება, რომლებიც უკუაგდებს წყალს და მინაც ავტომატურად იწმინდება.

 

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი მინის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია მზის პანელების წარმოებაში. ცნობილია, რომ მზის ელემენტები სწრაფი გაჭუჭყიანების გამო ნაკლებეფექტური ხდება. ახალი მინის გამოყენების შემთხვევაში, მათ ზედაპირზე ნაკლები რაოდენობის მტვერი და ჭუჭყი დაგროვდება. ანტიბაქტერიული მოქმედება კი, მზის მეტი ენერგიის მიღების საშუალებას შექმნის.

სამომავლოდ, უნიკალური მინა შესაძლოა დაინერგოს მობილური მოწყობილობების წარმოებაშიც. მისი წყალობით, მკვეთრი სინათლის პირობებშიც კი, შესაძლებელი გახდება ეკრანზე გამოტანილი გამოსახულების დანახვა. გარდა ამისა, თვითწმენდის უნარის საშუალებით ეკრანი ნაკლებად დაისვრება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას ლოტუსის ეფექტი ქვია დიდი ხანია იყენებენ სხვადასხვა სფეროში.

როგორც ყველაფერი მის ფასზეა დამოკიდებული, ხოლო როგორც ვიცი მზის პანელებისთვის და საევე სოლართერმულ პარაბოლებისთVის ჯერ არ არსებობს მასეთი ტიპის მინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...