Jump to content
Planeta.Ge

ჩაის სმა - დეპრესიასთან ბრძოლის საშუალება


Recommended Posts

ბრიტანულმა გაზეთმა „DailyTelegraph“–მა, ლონდონის უნივერსიტეტის ფსოქოლოგების გამოკვლევებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩაის სმა ამცირებს განცდილი სტრესით გამოწვეულ შფოთსა და მღელვარებას. სწავლულების დასკვნით, ერთი ჭიქა ჩაი გაღიზიანებადობას დაახლოებით 4%–ით ამცირებს, ხოლო ჩაის მთელ პროცედურას 25%–ით შეუძლია სტრესული მდგომარეობის შემცირება. ფსიქოლოგების განმარტებით, სტრესთან ბრძოლაში მთავარ როლს არა მხოლოდ ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი ასრულებს, არამედ – თვით ჩაის სმის რიტუალი.

 

ამ რიტუალის შესრულებისას ადამიანი ივიწყებს თავის ყოფით პრობლემებს და, როგორც კვლევის ხელმძღვანელმა მალკოლმ კროსმა ინტერვიუში განაცხადა, „ჩაის სმის სოციალურ–ფსიქოლოგიური ასპექტები დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენს სხეულზე, ასევე ჩვენს გონებაზეც“. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ „ბრიტანელები ყოველთვის, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ჩაის სმის რიტუალს მიმართავენ ხოლმე“.

post-8645-0-80035600-1336811390.gif

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაის სმა - დეპრესიასთან ბრძოლის საშუალება

და დეპრესასთან ბრძოლა რომელი მეთოდით ჯობია? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიკუშა_ნ

 

არაფერი რიტუალი მაგას არ უნდა ჩაი , ნამცხვარი და უამრავი ჭორები..

ეს არის სულ რიტუალი , თან ბრიტიში ...:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+რაღაცა ის არის, რომ ჩაის დალევის დროს ყვები პრობლემებზე და დეპრესისაც გიხსნის..

ჩაი კი არ აკეთებს მაგას, სიტუაცია მუშაობს ამ დროს ადამიანზე ,,,,

ნუ ეხლა ბრიტანელ მეცნიერს ვერ გამოვიწვევ დულელში, მაგრამ მე ეგრე მგონია...:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...