CPUG Posted May 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2012 ამერიკელმა არქეოლოგებმა მაიას ტომის ახალი კალენდარი აღმოაჩინეს, რომელიც დღეისათვის ამ უძველესი ცივილიზაციის აღმოჩენილ კალენდრებს შორის უძველესია. ის IX საუკუნით თარიღდება და სხვა მსგავსი წყაროებისგან განსხვავებით, არ ადასტურებს ცნობას სამყაროს აღსასრულის მოახლოების (2012 წლის 21 დეკემბერი) შესახებ.მაიას ტომის უძველესი კალენდარი გვატემალაში აღმოაჩინეს. ბოსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი უილიამ სატურნოს ხელმძღვანელობით 2001 წლიდან იკვლევდა მაიას ერთ-ერთი უმსხვილესი „მკვდარი ქალაქის“ - შულტუნის ნანგრევებს. ერთ-ერთ სახლში ფრესკები აღმოაჩინეს, რომლებზეც მზისა და მთვარის წლების ამსახველი ასტრონომიული ცხრილი და ვენერისა და მარსის მოძრაობის ციკლია გამოსახული.მეცნიერების დასკვნით, ამ სახლში ხელმწერი ცხოვრობდა. ამ უკანასკნელის გამოთვლებით, სამყარო მინიმუმ 7 ათასი წელი კიდევ იარსებებს.ახალ აღმოჩენამდე აპოკალიპტური თეორიების მოყვარულები მაიას ტომის XIV-XV საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებშიც წელთაღრიცხვა 2012 წლის 21 დეკემბერს წყდებოდა.სამყაროს აღსასრულის მოახლოების ვერსიას ბევრი ადამიანი იზიარებდა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეათე ადამიანი აპოკალიპსს სწორედ მიმდინარე წელს ელის. http://image.geotorrents.com/images/75064512595806167680.jpghttp://image.geotorrents.com/images/40142354096782485861.jpghttp://image.geotorrents.com/images/96670277463359505340.jpg წყარო: ნიუს.ჯი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.