Jump to content
Planeta.Ge

საღეჭი რეზინი მეხსიერებას ვნებს


Recommended Posts

ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ საღეჭი რეზინის მოხმარება კონცენტრირების უნარს აქვეითებს და უარყოფითად მოქმედებს დამახსოვრების პროცესზე.

საღეჭი რეზინის მავნებლობა კადიფას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს გარკვეული თანრიგით დალაგებული საგნები, სიტყვები და ციფრები არსებული თანმიმდევრობითვე დაემახსოვრებინათ. გამოსახულებებს მათ პერიოდულად აჩვენებდნენ. მოხალისეებს ასევე უნდა დაესახელებინათ ის საგნები თუ სიმბოლოები, რომლებიც წარმოდგენილი რიგიდან გაქრა.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ისინი გამუდმებით ღეჭდნენ კევს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველა მონაწილეს სიტყვების, ციფრების და საგნების თანმიმდევრობის დამახსოვრება გაუჭირდა. პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობი ღეჭვის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ გახდა.

მეცნიერები მიღებულ შედეგს ხსიან იმით, რომ ღეჭვა განმეორებითი და მონოტონური პროცესია.

 

http://image.geotorrents.com/images/84002056669373694936.jpg

 

 

წყარო: ნიუს.ჯი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...