CPUG Posted May 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2012 (edited) კომპანია „სამსუნგმა“ 3 მაისს ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი Galaxy S III წარმოადგინა.ახალ გაჯეტს 4,8 დუიმიანი ეკრანი აქვს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სამსუნგის“ მთავარი კონკურენტის Apple-ის სმარტფონი iPhone-ის ეკრანის ზომა. მწარმოებელთა თქმით, Galaxy S III გაცილებით მსუბუქი და თხელია. იგი 133 გრამს იწონის და 8,6 მილიმეტრი სისქისაა. მას ორი კამერა აქვს : ერთი 8 მეგაპიქსელიანი უკანა მხარეს და 1,9 მეგაპიქსელიანი წინა მხარეს. ორივე კამერა ვიდეოს HD ფორმატში იღებს.iPhone 4S-ის მსგავსად მოწყობილობას ხმის ამოცნობის სისტემა აქვს. მომხარებელს შეუძლია სმარტფონი ხმოვანი მითითებებით მართოს; გააგზავნოს შეტყობინებები, მოუსმინოს მუსიკას, გადაიღოს ვიდეო და ფოტო.აპარატს Android Beam-ის უსადენო ტექნოლოგია აქვს, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია 10 მეგაბაიტი ზომის ფაილი სხვა მოწყობილობაზე 2 წამში გადააგზავნოს. არსებობს შეზღუდვაც, მონაცემების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S III-ის სმარტფონებს შორის.ახალი სმარტფონი Google Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. მას ოთხბირთვიანი Exynos 4 Quad-ის პროცესორი აქვს.ევროპის ტექნიკის მაღაზიებში „სამსუნგის“ სიახლე მაისის ბოლოს გამოჩნდება და მომხმარებელს ცისფერი, ან თეთრი ფერის სმარტფონის შეძენის შესაძლებლობა ექნება. Galaxy S III-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. http://image.geotorrents.com/images/72954600131124234759.jpg http://www.youtube.com/watch?v=lb8m2nC1YFE&feature=related წყარო: ნიუს.ჯი Edited May 11, 2012 by ნიკუშა_ნ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.