Jump to content
Planeta.Ge

მსოფლიოში პირველად ავტორობოტს ლიცენზია მისცეს


Recommended Posts

ამერიკის შტატ ნევადაში უახლოეს მომავალში ავტო-რობოტები გამოჩდებიან. ნევადა პირველი შტატია, რომელმაც დამოუკიდებლად მართვად მანქანებზე ლიცენზია გასცა. მსგავსი საკანონმდებლო აქტის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

 

 

 

 

 

 

http://image.geotorrents.com/images/93573147269166184217.jpg

 

პირველი თვითმავალი ლიცენზირებული მანქანა Toyota Prius-ია, რომელიც კომპანია Google-მა შეიმუშავა. ინტერნეტ-გიგანტი ავტომატიზირებული ავტომობილების წარმოებაში ლიდერია. Toyota Prius-ს სახურავზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, სარადარო სენსორები და ლაზერული ოდომეტრი (მანძილმზომი).

ტესტური შემოწმების დროს, ავტომობილში პროფესიონალი მძღოლი იმყოფებოდა, რომელსაც სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მართვა თავის თავზე უნდა აეღო. Toyota Prius-მა 140 ათასი მილი ავარიის გარეშე განვლო.

 

 

ნევადის შტატის საავტომობილი სამმართველოს დირექტორი ბრიუს ბრესლოუს თქმით, მომავალი ავტო-რობოტებს ეკუთვნის.

თებერვალში ადგილობრივმა მთავრობამ შტატის კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომლებიც ინოვაციური ავტომობილების გადაადგილების ნებართვას იძლევა. სამომავლოდ იგეგმება ავტო-რობოტების მფლობელებისთვის ინდივიდუალური ლიცენზიების გაცემა.

„გუგლის“ ავტომობილს სხვებისგან განმასხვავებელი წითელი სარეგისტრაციო ნომერი აქვს, ჩვეულებრივი ტრანსპორტის სანომრე ნიშნები კი, რუხ და ცისფერ ფერებშია. ციფრების - 001 გვერდით ავტომობილის ნომერზე უსასრულობის ნიშანია გამოსახული.

 

 

მომდევნო შტატი, რომელიც თვითმავალი ავტომობილების დანერგვას გეგმავს კალიფორნიაა. კალიფორნიის სენატორი ალექს პალიდას თქმით, საგზაო ინციდენტების უმრავლესობა მძღოლების უყურადღებობის გამო ხდება. კომპიუტერების, გადამცემების და ავტონომიური მართვის სისტემის წყალობით, ჭკვიან ავტომობილს გარემო ვითარების გაანალიზება ადამიანზე სწრაფად შეუძლია, რაც უსაფრთხოდ მგზავრობის პირობას ქმნის.

თვითმავალ ავტომობილში მჯდომ ადამიანს არ სჭირდება საჭის მართვა, თუმცა ავარიის შემთხვევაში პასუხს სწორედ ის აგებს. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და მობილურზე საუბარი რობოტი-ავტომობილის მგზავრებს ისევე ეკრძალებათ, როგორც - ნებისმიერ მძღოლს.

 

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...